რეგისტრირებული ფაქტები32275
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ღონისძიება
თბილისის სახაზინო პალატის მიერ 1913 წლის 30 აპრილს საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ იაკობ გოგებაშვილის დას – ეფემია ინაურს – გარდაცვლილი ძმის ანდერძით, გარდა 1200 მანეთისა, კიდევ 400 მანეთის კაპიტალი ერგო, რომლის სამემკვიდრეო ბაჟი 6%-ს (ანუ 24 მანეთს) შეადგენს. დამატებით სწორედ ამ თანხის გადახდა ეკისრება გამგეობას ხაზინისთვის (ხელს აწერს სტოლონაჩალნიკი კირაკოზოვი)
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 4 იანვარს კიევის კომერციული ინსტიტუტის II სემესტრის ხელმოკლე სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (ს. პართენაშვილი) წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნას სთხოვს. რეკომენდატორებად ასახელებს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილისას და ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლისას; განცხადებას ერთვის ინსტიტუტის სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობა (ხელმომწერნი: შალვა გოგებაშვილი, გედეონ მეფარიშვილი), რომელიც ადასტურებს ირემაშვილის უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 დეკემბერს შალვა გოგებაშვილი კიევიდან იტყობინება, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 100 მანეთი, მაგრამ ბოლო სამ თვეს მაინც ვალებით გაიტანა თავი – ახლა იმედოვნებს, რომ გამგეობისგან მალე შეიტყობს ანდერძის დამტკიცების ამბავს და მისთვის ფულის თხოვნა აღარ დასჭირდება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება წიგნის მაღაზიაში ვაჭრობის წარმოების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 31458.95 მანეთს შეადგენდა, სამკერვალოდან მიღებული კი — 5592 მანეთს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ჯამაგირის მომატების ნაცვლად ოქტომბერში მათთვის ერთდროული დახმარების მიცემა გადაწყვიტეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაღდი ფულით 873.88 მანეთი ჰქონდა, გასაყიდი ნივთების ფასი 97247.20 მანეთს შეადგენდა, ხოლო ინვენტარი 143.19 მანეთის იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილების წევრ ივანე პაატაშვილს დაავალა, წიგნის მაღაზიის შესანარჩუნებლად და გასაფართოებლად ზომები მიეღო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ელიავა, მთავარ გამგეობას 1916 წელს ბათუმის განყოფილების წევრთა სია გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლის დასახმარებლად მთავრობის წინაშე შუამდგომლობის აღძვრა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მთავარი კორექტორისთვის თვიურად 10 000 მანეთის დანიშვნა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოსამსახურეებისთვის სურსათის შესაძენად 100 000 მანეთის გადადება გადაწყვიტეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 მარტიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურის, გრიგოლ ბურჭულაძის, ხელფასი 40 მანეთით განისაზღვრა.
1913
ტიპი: ღონისძიება
სტუდენტმა კონსტანტინე გიორგის ძე კასრაძემ 1913 წლის 23 ივლისს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას: სურდა მიეღო 10 თუმანი (100 მან.) ი. ს. გოგებაშვილისგან ნაანდერძევი ფულის ანგარიშში (თხოვნას ადევს გამგეობის დადებითი რეზოლუცია თანხის გაცემის შესახებ).
1913
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 8 აგვისტოს განიხილა შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილის თხოვნა ბიძის ნაანდერძევი თანხის ანგარიშში ათი თუმნის (ასი მანეთის) მიღების თაობაზე და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლისთვის 75 000 მანეთის სესხება გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ოქტომბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჩალოს სამაზრო ერობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ ორი თვის ვადით 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ნინო ნაკაშიძე და სეით იაშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 ოქტომბერს ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი და მეთოდე კაკაბაძე თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ახალ წევრთა მიღება-დამტკიცების, გამგეობაში მოქმედი ანგარიშის დამტკიცებისა და 1918-19 წლების ხართაღრიცხვის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის თხოვნა 15 000 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის 2 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მურად გულთაიშვილისა და სულეიმან კაიკაციშვილისთვის 1-ელი ოქტომბრიდან დახმარების 3 000 მანეთამდე გაზრდა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ ნინო ნაკაშიძის მოხსენება ოლღა გურამიშვილის მოვლის შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში 166 ნამდვილი წევრი იყო. საწევრო თანხა ყველას გადახდილი ჰქონდა.

