რეგისტრირებული ფაქტები2161
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს დაკავებულ ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილს ჰყავდა მეუღლე, ოლღა გიორგის ასული სულიაშვილი – 27 წლის, დიასახლისი; შვილი, სოკრატე ანდრიას ძე – წლის და 4 თვის.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია დაიბადა 1886 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში .
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის 24 აპრილს დაკავებული მიხეილ თამშუკის ძე ანჩაბაძე ცხოვრობდა გუდაუთის რაიონში, სოფელ აჩანდარში.
1877
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1877 წლის 1-ელ ან 11 მაისს ქუთაისში დაიბადა ბუდიონ (პოლიკარპე) გურგენის ძე მდივანი, იგივე ბუდუ მდივანი.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკოლოზ კვერნაძე 1914-1918 წლებში მუშაობდა ჭიათურაში კავკასიური საზოგადოების მეტაბელედ, შემდეგ – სამტრედიაში, კოოპერატივში; 1916-1917 წლებში სამხედრო სამსახურში იყო; 1917-1924 წლამდე ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას; 1917-1921 წლებში სამტრედიის სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარის თანაშემწე იყო; 1924 წელს მუშაობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად.
1893
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე, გლეხი, დაიბადა 1893 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიაში, სამტრედიის მაზრის სოფ. სამტრედიაში.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე (საშა) გიორგის ძე ჯანდიერი 1894 წლის ივლისში თელავის მაზრის სოფელ ახმეტაში დაიბადა.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს დაპატიმრებული არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, შრომის ქუჩა N83-ში.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე დაიბადა 1896 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ბუგეულში.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ილარიონ სამსონის ძე გიორგაძის მიერ 1923 წელს საქართველოს ჩეკაში შევსებული ანკეტის მიხედვით, ის დაიბადა 1881 წლის ნოემბერში ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მხარის დვაბზუს თემის სოფელ ჭალაში.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის 1-ელი იანვრის „კომუნისტში“ გამოქვეყნდა არჩილ რუხაძის ცნობა, რომ ილარიონ გიორგაძე სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ხარაგაულში, რკინიგზაზე, სამუშაოდ წასვლას აპირებდა.

