რეგისტრირებული ფაქტები32237
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივნისს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყველა რწმუნებულს 23 ივნისს დანიშნულ კრებაზე დასასწრებად მოწვევა გაუგზავნა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილს, ილია ნონიას ძე ლობჟანიძეს, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცს, ილია გიორგის ძე უნგიაძეს, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილს, პეტრე დავითის ძე მეტრეველს, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძეს დაევალათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ალაგირის განყოფილების გახსნის თაობაზე მიემართათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ილია ნონიას ძე ლობჟანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების სამივე კრებას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ინა ივანეს ასულმა ჟორდანიასამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ახლად დაარსებულ ბავშვთა სახლთან ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მოსაწყობად დახმარება სთხოვა. გამგეობამ მისთვის 500 მანეთის საბავშვო წიგნების გადაცემა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს სამსონ სოლომონის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების სამი კრებიდან ერთს დაესწრო, რადგან გამგეობის წევრად გვიან აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების გამგეობის წევრად, თუმცა ჯარში გაწვევის გამო გამგეობის დატოვება მოუხდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძე მოხსენებით გამოვიდა ილიას ძეგლის მოსავლელად და ნიაღვრით დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენის შესახებ. გამგეობამ ბურჯანაძის მოხსენება მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონების საქმე დასამუშავებლად ვექილებისთვის გადაეცათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მსახიობმა ალექსანდრა ქართველიშვილმა გამგეობას ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალული მეუღლის, ნიკოლოზ ქართველიშვილის საფლავის გვერდით დარჩენილი ადგილი სთხოვა. გამგეობამ უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებს გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ქონების განაღდების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილს დაახლოებით 12 000 მანეთი ვალი ჰქონდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ილიასეული სახლის დასათვალიერებლად ინჟინერი ლევან დიასამიძე მიეწვია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება კორექტორების გასამრჯელოს შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმი ჰონორარის შესახებ დროებით მიწვეულ კორექტორებს უნდა შეთანხმებოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, შესწორებული „დედა ენის“ II ნაწილი განსახილველად სასწავლო კომიტეტისთვის წარედგინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის სახლი 145 000 მანეთად გაიყიდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე არაბიძემ გამგეობას წიგნები სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წიგნის მაღაზიის შემოწმების შემდეგ მისი ძველ ბინაში გადატანის, ბინის მოწესრიგებისა და სექტემბრიდან მაღაზიის თავიდან გახსნის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის თანხით 85 000 მანეთის ბანკის გირავნობის ფურცელი ჰქონდათ ნაყიდი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ დასვა პირველ სექტემბრამდე დაკეტილი წიგნსაცავ-მუზეუმის მოვლა-პარტონობისა და მეთვალყურეობის გეგმის შედგენის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საგანგებო კრებაზე უნდა მოეწვიათ ივანე ჯავახიშვილი, მოსე ჯანაშვილი, სერგი გორგაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და დიმიტრი უზნაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე ლორთქიფანიძემ ყველა ტიპის სასწავლებლის განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარება მოითხოვა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის ცეკავშირისთვის გადაცემის საკითხი დაისვა. გამგეობამ იასონ ლორთქიფანიძესა და ვარლამ ბურჯანაძეს ცეკავშირის მიერ მაღაზიის მიღების საკითხის გარკვევა დაავალა, თუ ცეკავშირი უარს იტყოდა, მათ კერძო პირებთან უნდა გაემართათ მოლაპარაკებები წიგნის მაღაზიის ბინის ხელსაყრელი პირობებით დათმობის თაობაზე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 6 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ I და II ნაწილების გამოცემის საკითხი დასვეს. გამგეობის გადაწყვეტილებით „დედა ენის“ შემსწორებელ კომისიას შემდეგ კრებაზე განსახილველად წიგნის პირველი ნაწილის შესწორებული ვერსია უნდა წარედგინა.

