რეგისტრირებული ფაქტები32719
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ბარათაშვილის ლექსები, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, „თვალსაჩინო სწავლა“, „განდეგილი“, გამოცანები, „ციკო“, „სიბრძნე-სიცრუისა“, „თამარ ბატონიშვილი“, დიდებულიძის „არითმეტიკა“, „დავითიანი“, „ვახტანგ მეექვსე“, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, „ბაგრატ მეოთხე“, „მითრიდატ დიდი“, მ. თუმანიშვილის რჩეული ლექსები, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ და სხვ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის საქსოვი სახელოსნო სამრეწველო კომიტეტის წევრების მიერ თბილისიდან გაგზავნილმა ინსტრუქტორმა შეამოწმა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: პლატონ იოსელიანის „ქართული ღრამატიკა“, პ. უმიკაშვილის გამოცემული „არსენას ლექსი“, რჩეულოვის „ანუკა ბატონიშვილი“, ილია ჭავჭავაძის „რამდენიმე ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, ლექსი „სტვირი“, კერესელიძის ლექსები და ილია ჭავჭავაძის „დიმიტრი თავდადებული“.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო თითო ცალი ახალი აღთქმა, „დავითნი“, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“, „ვეფხისტყაოსანი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ და 2-2 ცალი ნ. ბარათაშვილის ლექსები, ი. გოგებაშვილის „დარიგება“, „არითმეტიკული გამოცანები“ და მ. ყიფიანის „არითმეტიკა“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: რაფიელ ერისთავის თხზულებები, „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“, „სურამის ციხე“, ვახტანგ ორბელიანის ლექსები, „არსენას ლექსი“, „ალექსანდრე ორბელიანის ნაწერი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, „დედა და შვილი“, „განკიცხული“, „რობინზონ კრუზო“, მოჩხუბარიძის (ალექსანდრე ყაზბეგი) თხზულებანი, „წითელი ფარანი“, ახალი აღთქმა მხედრულად, ასევე ხატები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების 1919 წლის მოქმედებათა ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ქონების აღწერა, წევრთა სია და უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წლიური ანგარიში წარუდგინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ცალი „დედა ენის“ I ნაწილი 45 000 მანეთად გაეყიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობის წევრები ცდილობდნენ, სამეგრელოს სკოლების მოსწავლეებისთვის წიგნის მაღაზიიდან წიგნები და საკანცელარიო ნივთები დაბალ ფასში მიეცათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ 11 დეკემბერს იაკობ ნიკოლაძის 25 წლის შემოქმედების აღსანიშნავად დაგეგმილ იუბილეზე მათი წარმომადგენელი იქნებოდა შალვა გოგებაშვილი, რომელიც ნიკოლაძეს საზოგადოების სახელით 5 მილიონ მანეთს გადასცემდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, 20%-იანი ფასდაკლება გაეკეთებინათ მყიდველისთვის, რომელიც მინიმუმ 10 სახელმძღვანელოს ან საზოგადოების გამოცემულ 5 წიგნს ნაღდი ფულით შეიძენდა. გამგეობამ მდივნის წინადადება მიიღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ნოემბერს ვარლამ ბურჯანაძემ და ნინო ნაკაშიძემ ინჟინერ ერმოლენკოს კანტორიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 65 ფუთი ქაღალდი 2 თვით წამოიღეს. საზოგადოებას ვალი 15 იანვრამდე უნდა დაეფარა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ მოღვაწეთა პანთეონის მართვა-გამგებლობის საქმის მომწესრიგებელი კომისიის შედგენილი ინსტრუქცია. ინსტრუქციის მიხედვით, ქართველ მოღვაწეთა სავანის საქმეები სპეციალურად არჩეულ კომიტეტს უნდა ემართა. გამგეობამ კომიტეტის წევრობის კანდიდატებად მოიწვია სახელმწიფო უნივერსიტეტის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, ექიმთა საზოგადოების, ხელოვანთა ცენტრის და სხვ. წარმომადგენლები, სულ 12 კაცი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ I ნაწილის დაბეჭდვაზე გაწეული ხარჯის ანგარიში წარადგინეს. ანგარიშის მიხედვით, სულ 5 000 „დედა ენა“ დაიბეჭდა (ერთი ცალის დაბეჭდვაზე 19 770 მანეთი დაიხარჯა), ჯამში 98 885 000 მანეთისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მარტს ალექსანდრე ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობის წევრები კრედიტის 60 000 მანეთამდე გაზრდას ითხოვდნენ, რათა სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, ინჟინერ ერმოლენკოს კანტორიდან წამოღებულ ქაღალდზე იაკობ გოგებაშვილის „Русское слово“-ს I ნაწილი დაებეჭდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელოვანთა კავშირის კომიტეტის წინადადება – კავშირი საზოგადოებას მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის 25 წლის შემოქმედების აღსანიშნავად დაგეგმილ იუბილეში მონაწილეობას სთავაზობდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონის მართვა-გამგებლობის საქმის მომწესრიგებელი კომისიის წევრებად აირჩიეს: დავით კარიჭაშვილი, შოთა დადიანი, ვარლამ ბურჯანაძე და იროდიონ სონღულაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის საქსოვ სახელოსნოში 12 ქალი უფასოდ სწავლობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის თხოვნა საქართველოს ეროვნული მუსიკალური გუნდისთვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 7 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე, შალვა გოგებაშვილი და იროდიონ სონღულაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონის საქმის მოწესრიგების საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, არჩეულიყო კომისია, რომელიც გადახედავდა ძველს და შეიმუშავებდა დაკრძალვის ახალ ინსტრუქციებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილება 1918 წლიდან ფაქტობრივად აღარ მოქმედებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სამურზაყანოს განყოფილებას სალაროში 862. 11 მანეთი ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 26 იანვარს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის გამგეობა საკუთარი ხარჯით ინახავდა ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, წიგნის მაღაზიასა და საქსოვ სახელოსნოს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სახალხო განათლების სამინისტრო საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ გუნდს 30 000 მანეთით დაეხმარა.

