საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29578

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

ტიპი: ღონისძიება

სოფელ კორბოულის სამრევლო სკოლის მასწავლებელი – მღვდელი სერგო მაჭარაშვილი – გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის სკოლაში შეგროვებულ 10 მანეთსა და შემომწირველთა სიას. მასწავლებელნი: მღვდელი სერ. მაჭარაშვილი – 2 მან., ლავ. ხარშილაძე – 1 მან., დომ. მაჭარაშვილი – 1 მან., მღვდელი ლ. მაჭარაშვილი – 1 მან., ჭ. ბურჯანაძე – 1 მან., სარ. ჩაჩანიძე – 50 კაპ., მარ. ჩაჩანიძისა – 50 კაპ., ლაზ. ტაბატაძე – 50 კაპ., სარ. მაჭარაშვილი – 50 კაპ., ილია ხარშილაძე – 50 კაპ., ვას. გაფრინდაშვილი – 50 კაპ.; მოსწავლეთაგან შემოწირულია 1 მან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი მარიამ საფაროვა-აბაშიძის იუბილეში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მოეძიებინათ მისამართი და მარიამ საფაროვა-აბაშიძის იუბილეს საზოგადოების სახელით დასწრებოდნენ შალვა მიქელაძე და იპოლიტე ვართაგავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, გამგეობას თხოვნით მიმართა ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის სესხად დაეთმოთ 100 მანეთი, სანამ ქალაქის გამგეობისგან აიღებდა დანიშნულ სუბსიდიას. გამგეობამ გამგის თხოვნა დააკმაყოფილა და სესხად გასცა 10 თუმანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას წიგნების შეძენის თაობაზე თხოვნით მიმართა მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა. გამგეობამ ვ. კარბელაშვილის წიგნების სიის გადამოწმება და საფასურის თაობაზე მასთან მოლაპარაკება დაავალა დავით კარიჭაშვილს და სერგი გორგაძეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა პეტრე მამრაძემ, რომ სანამ ილიას ძეგლის გარშემო რკინის მოაჯირს გააკეთებდნენ აუცილებელი იყო ამ ადგილის ხის ფიცრებით შემოტიხვრა, რისთვისაც მისი დაანგარიშებით საჭირო იყო 7 თუმანი. გამგეობამ ხარჯის გადამოწმება და შემდეგ საჭირო თანხის გაცემა დაავალა ალექსანდრე მდივანს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა სტიპენდიების გაგზავნის შესახებ. ცნობის მიხედვით, ძმებმა ლევან და პეტრე ზუბალაშვილებმა გამოუგზავნეს გამგეობას 1000 მანეთი, მაგრამ საზოგადოებას არ გააჩნდა არანაირი წერილობითი ცნობა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ფულს. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს 1912 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 19 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1-ლი სხდომა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ 1912 წლის 20 მაისს გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებაში (სააკაძის გასამართლება) 175 მანეთისა და 84 კაპიკის შემოსავალი მიიღო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება 257 წევრისაგან შედგებოდა. წლის მანძილზე საზოგადოების განყოფილებამ ჩაატარა 8 სხდომა და განიხილა 30 საქმე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ გამართა ქართული საღამო, საიდანაც 2327 მანეთის შემოსავალი მიიღო.

1890

ტიპი: ღონისძიება

1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაზე საზოგადოების წარმომადგენლებად გაეგზავნათ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 ივლისს გიორგი პავლეს ძე ჯაკობიამ ახალი სენაკის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტიპენდიის დასანიშნად მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს კონსტანტინე გვარამაძის განცხადება საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაარსების შესახებ და გადაწყვიტეს, ეს საკითხი თამარ ვაჩნაძისთვის მიენდოთ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ალისუბნის სკოლის ბიბლიოთეკაში ქართულენოვანი წიგნების გაგზავნის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნაძალადევის სამკითხველოს კეთილმოწყობისთვის 60 მანეთი გაიღეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ნათანაელ ჰერცენშტეინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის განავრცელებელი საზოგადოების წევრებს ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიის შესახებ განცხადების დაბეჭდვის ნებართვა სთხოვა. მისი თხოვნა არ დააკმაყოფილეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოცე სხდომა. სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილმა უარი განაცხადა ლავრენტი აგლაძის თონეთის სკოლაში გადაყვანის თაობაზე, რადგან მისი თქმით, ლ. აგლაძეს ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის სენაკის სკოლის განვითარებაში. სწორედ ამიტომ ექვთიმე თაყაიშვილი ურჩევს გამგეობას, რომ ლავრენტი აგლაძე გადაიყვანონ ქუთაისში, მეორე აღმზრდელის პოზიციაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს უმაღლესი კურსის მსმენელმა: სოფიო ჩიჯავაძემ, ელენე ქიქოძემ და სტუდენტებმა: კორინთელმა და მღებრიშვილმა სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. გამგეობამ ს. ჩიჯავაძესა და ე. ქიქოძეს ხუთ-ხუთი თუმანი გადაუხადა, ხოლო სტუდენტებს უარი განუცხადა სწავლის საფასურის გადახდაზე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს რვეულების ანგარიშში გადასცა 200 მან., მიხეილ ნასიძეს – 23.20 მან., თომა კევლიშვილს – 5 მან. სულ გამგეობამ გასცა 228.20 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე გამგეობამ თედო სახოკიას წიგნების ანგარიშში გადასცა 5 მან., გრიგოლ ყიფშიძეს – 4.48 მან., ალექსანდრე თარხნიშვილს ბიუსტების ანგარიშში – 90 კაპ., ნიკოლოზ ბადრიძეს – 8 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე გამგეობამ ივანე რატიშვილს გადასცა 7 მან. წინარეხში წასასვლელად გრიგოლ ტატიშვილს – 7,04 მან., ზაქარია გრიქუროვს – 156 მან., ასევე წინარეხის სკოლისთვის იყიდეს საათი 5 მანეთად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე ზურაბიშვილი, დავით კარიჭაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ივნისიდან 11 ივნისამდე საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში.