საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის იანვარში ლადო გიორგობიანი ციხიდან გაათავისუფლეს. აჯანყების წინა დღეებში თბილისის ახალგაზრდობა მის ირგვლივ დაირაზმა ბრძოლის მოლოდინში, მაგრამ თბილისში ბრძოლა არ გაიმართა. ლადო ბავშვივით ტიროდა, რომ ვერ შეძლო ბრძოლაში მონაწილეობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე აირჩიეს აგრარული კომისიის წევრები: რაფიელ ჩიხლაძე, ვასილ ცაბაძე, კირილე ნინიძე, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე ჯავრიშვილი, თევდორე ღლონტი, აკაკი პაპავა, მიხეილ მაჩაბელი და დავით ჩიქოვანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს სტალინი თბილისში ჩამოვიდა და პლეხანოვის სახელობის თეატრში წაიკითხა მოხსენება, მას მოუსმინა დიდძალმა ხალხმა, თუმცა მის წინააღმდეგ განწყობილმა, ამიტომ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს მოხსენება, ამიტომ კომუნისტებმა რეზოლუციის გამოტანა ვერ შეძლეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვანო ღლონტი გურიის ერობის ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოსტზე მიიწვიეს, მას ევალებოდა აგრარული რეფორმის გატარება. თუ გურიაში ეს გაუმწვავებლად მოხერხდა, მისი თავდადების შედეგი იყო.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 22 ივლისს კოტე ანდრონიკაშვილმა დამოუკიდებელი კომიტეტის წევრთა სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დელეგაციამ ინახულა რევკომის თავმჯდომარე ფილიპე მახარაძე და გააცნო მოსაზრებები სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავრობასთან საერთო ენის გამონახვის შესახებ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის დროს დავით ქარცივაძემ შვებულება აიღო, სარიყამიშიდან საქართველოში გამოემგზავრა და აქტიურად ჩაება რევოლუციური მოძრაობაში.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ახალგაზრდა ვანო ღლონტი ბრძოლაში ჩაება იმ დროს, რომელიც გურიაში ცნობილია ტოლმაჩევის ეპოქად. ტოლმაჩევი მუსრს ავლებდა რევოლუციურ ორგანიზაციებს, ასობით მოწინავე გლეხს იჭერდა და ჩრდილო რუსეთის მხარეში ასახლებდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სალიკვიდაციო კონფერენციაზე გლეხმა მურვანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ მუშაობაში მონაწილეობა აიძულეს და რომ კონფერენციები ძალდატანებით ეწყობოდა. ამის გამო მამია ორახელაშვილმა იგი კაბინეტში დაიბარა და პრესაში ცრუ აღიარების გამოქვეყნება მოსთხოვა, თითქოს მენშევიკურმა ცეკამ მოისყიდა. მურვანიშვილი ამაზე არ დათანხმდა.

2023

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 4 ივლისის N04/07/02 განკარგულებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი საიდუმლოდ იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რეზერვში გადაიყვანეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1923 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი წითელ არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი საქართველოში დარჩა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ქართულ არმიაში მსახურობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1916 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1907 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1898 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1914 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1916 წლის 16 აგვისტოს წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დაჯილდოვდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მე-20 არმიის შტაბში მსახურობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1907 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მივლინებული იყო ლაიბ-გვარდიის მე-13 ერევნის პოლკში.

1889

ტიპი: ღონისძიება

სამხედრო სასწავლებელში სწავლის პარალელურად, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1889 წლიდან არმიაშიც მსახურობდა – ჯერ ყარსის საციხოვნო არტილერიაში, მოგვიანებით კი, ალექსანდროპოლის საციხოვნო არტილერიაში და კავკასიის საალყო საარტილერიო პოლკში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ლევან მაღალაშვილი 1915 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ლევან მაღალაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.