რეგისტრირებული ფაქტები2018
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოსი თედო ჟორდანია ავად იყო.
1861
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი 1861 წლის 27 იანვარს თბილისში დაიბადა.
1929
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1929 წელს პენსიაზე გასვლისას იაკობ ფანცხავას საპენსიო თანხა, 210 მანეთი, მთლიანად ფარავდა მის პირად ხარჯებს.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ივნისში არფისტი თამარ აბაშიძე რამდენიმე დღით პეტროგრადიდან თბილისში ჩამოვიდა.
1894
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1894 წელს დუტუ მეგრელი და დედამისი მარიამი ქუთაისში დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ.
1877
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1877 წლიდან ქუთაისში სასწავლებლად გადასული დუტუ მეგრელი და დედამისი მარიამი ნიკო დადიანთან ცხოვრობდნენ.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დუტუ მეგრელი 1868 წლიდან სუჯუნის ეკლესიის ეზოში მცხოვრები მონაზვნის სენაკში იზრდებოდა.
1876
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თედო სახოკია 1876 წელს თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა შიო იოსავას სახლში.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წელს გიორგი სპირიდონის ძე ლომთათიძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 7 აგვისტოს მარტყოფის მამა ანტონის მონასტერში მყოფი ეგზარქოსი ფლაბიანე თბილისში დაბრუნებას აპირებდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელ აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა ალექსანდრე და ოლღა ციცაგების გარდაცვალების შემდეგ უმეურვეოდ დარჩენილი 3 წლის გოგონას შესახებ, რომელსაც მოხუცებული ბებია ვეღარ პატრონობდა და საიმედო მზრუნველი ესაჭიროებოდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, თედო ტიმოთეს ძე სახოკია ცოლ-შვილთან ერთად ცემში ცხოვრობდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 31 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი ზდანოვიჩი (მაიაშვილი) მძიმედ იყო ავად.

