რეგისტრირებული ფაქტები33264
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე 1916 წელს 10-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე 1917 წელს 5-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა 1915 წელს 6-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1915
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი გიორგი დომენტის ძე ტუსკია 1915 წელს 13-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა 1916 წელს 8-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა 1917 წელს 9-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სკოლის ასაშენებელი ფულის შესაგროვებლად ქობულეთის მოსახლეობის მიერ არჩეულმა კომისიამ, რომლის წევრები იყვნენ ს. ირემაშვილი და არ. აბაშიძე, გამგეობას დახმარება სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრა, მაგრამ დაჰპირდა, რომ თუ სკოლა აშენდებოდა, სახელმძღვანელოებს უფასოდ გაუგზავნიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს სახელოვნო ცენტრის ინიციატივით 14 მარტს ქალაქის საბჭოს დარბაზში გაიმართებოდა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა კრება. სხდომაზე კავკასიის მუზეუმის ფასადის შეცვლის საკითხი უნდა განეხილათ. გამგეობამ კრებაზე დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება ვაჟა-ფშაველას ნაწერების შეგროვებისა და გამოცემის შესახებ. გამგეობამ ამ საქმის მოწესრიგება პრეზიდიუმს დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის ერობის გამგეობის თხოვნა სკოლებისთვის საჭირო სათვალსაჩინო ნივთების დამზადებისა და მიწოდების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ერობისთვის ეცნობებინათ, რომ ამ საკითხის შესახებ შესაბამის დაწესებულებებს ზომები უკვე მიღებული ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ 50 000 მანეთის კრედიტი გაუხსნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეფროსინე აღლაძის თხოვნა დახმარების შესახებ. გამგეობამ მისთვის წლის ბოლომდე თვიურად 250 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის თხოვნა 5-მილიონიანი სესხის აღების შესახებ. გამგეობამ თხოვნა ცნობად მიიღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ვარლამ იმნაძე 2-ჯერ დაესწრო გამგეობის კრებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ალექსანდრე დავითის ძე თორაძე 1918 წელს ერთხელ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ალექსანდრე დავითის ძე თორაძე 1919 წელს ერთხელ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ნიკოლოზ მისაბიშვილი 1919 წელს 7-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ქვემო ხევის კომისარმა აცნობა, რომ გერგეთის სკოლის ქონება სიით ჩააბარა ადგილობრივ ხმოსან იაგორ შადურს. ქონება 5865 მანეთად იყო შეფასებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ყიფიანის განცხადება წიგნების აკინძვის საფასურის გაზრდის შესახებ. გამგეობამ საქმის განხილვა ცნობების მოძიებამდე გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ დავითის ძე ბახტაძის თხოვნა მაღაზიის გამგედ დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისი გამგედ მიწვევა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნატალია გიგაური-გაბაშვილის თხოვნა ტურგენევის თარგმანის ჰონორარიდან ნახევარი თანხის წიგნის დაბეჭდვამდე მიცემის შესახებ. გამგეობამ უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნოე ჟორდანიას სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა 1 000 მანეთამდე ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა ხარჯთაღრიცხვის შედგენამდე გადადო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, 1915 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 4 თვის ხელფასი, 240 მანეთი, გამგეობამ სკოლის გამგეს გადაუხადა, 76. 25 – დარაჯს, 100 მან. შენობის გათბობასა და განათებაზე დახარჯა, 14. 45 – ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების შეძენაზე, 5. 40 – ქონების შეკეთებაზე, 44. 95 – წვრილმან ხარჯებზე. სულ 1915 წელს ბათუმის განყოფილების სავარაუდო გასავალი 481. 05 მანეთი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის განყოფილების კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 39 კაცი, აღიარა სამკითხველოს დაარსების აუცილებლობა და გუბერნატორისგან ნებართვის აღება ზაქარია მახარეს ძე მამისაშვილს სთხოვა. სამკითხველოს შესანახად საწევრო გადასახადი წლიურად 1 მანეთი დაადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს სამკითხველოს დასაარსებლად სიღნაღის მაზრის სოფ. ველისციხეში საზოგადოებრივი კრება გაიმართა, რომელსაც 39 კაცი ესწრებოდა. კრების თავმჯდომარედ დაასახელეს შალვა ხატიაშვილი, ხოლო მდივნად – გიორგი წინამძღვრიშვილი.

