საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29488

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას სიტყვიერი მოხსენება საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტისთვის მზადების დაწყების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტის თაობაზე დაადგინა, ეთხოვათ საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისას, ეკატერინე რამაზის ასული გაბაევისასა და ივანე ზურაბიშვილისთვის გაემართათ კონცერტები სალიტერატურო განყოფილებით დეკემბერში. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი და საზოგადოების წევრნი: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, კიტა (ივანე) აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, არისტო ქუთათელაძის სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემის საკითხის განსახილველად შემდგარიყო კომისია გრიგოლ ყიფშიძის, ივანე აბაშიძისა და მდივან ალექსანდრე მიქაბერიძისგან, რომელთაც თავიანთი აზრი უნდა წარმოედგინათ გამგეობისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იმსჯელა და დაადგინა, თბილისის I სახალხო ბიბლიოთეკისთვის მომავალი წლისთვის გამოეწერათ რუსული ჟურნალ-გაზეთები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 46 მან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განაცხადა, დოქტორ ლემანისთვის ბერლინში გაეგზავნათ რუსულ-ქართული ლექსიკონი, „დედა ენა“, „ბუნების კარი“, დიმიტრი ყიფიანის გრამატიკა, ქართულ-რუსული ლექსიკონი და ქართული ენის გრამატიკა. წიგნების საერთო ღირებულება შეადგენდა 3 მან. 85 კაპ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საპატიო წევრ ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძისას დაევალა საზოგადოების სასარგებლოდ დეკემბერში დაგეგმილი კონცერტის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეობა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, მიეწერათ აბელ იაშვილისთვის, რომ მას გამგეობისთვის ეცნობებინა, თუ რა დახმარება შეეძლო ქალაქ დუშეთს სახალხო ბიბლიოთეკისთვის და რამდენი დასჭირდებოდა საზოგადოებისგან. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის მოხსენების განხილვის შემდეგ დაადგინა, კომისიების წევრთათვის ეთხოვათ სხდომებზე რეგულარულად სიარული. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში, რომ ანტონ გოგიაშვილის ქალიშვილს მიეცა ლუკა რაზიკაშვილის წიგნების თანხა – 10 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აგვისტოში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა აირჩია თავმჯდომარედ ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ ტიტე კახიძე, ხაზინადრად იოსებ მოზდოკელი, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი, მდივნად პართენ გოთუა და წევრებად: პართენ გოთუა, ერთაოზ სიდომონ-ერისთავი, სტეფანე პოპოვი, მიხეილ ინასარიძე, ნესტორ ფხაკაძე, ი. მოზდოკელი და ნ. გუბნელოვი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, კიტა (ივანე) აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე განცხადება გააკეთა საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა, რომ სენაკის სკოლის საქმის განსახილველად გამგეობას უნდა მოეწვია საზოგადოების საგანგებო კრება. გამგეობამ განაცხადა, რომ საგანგებო კრების მოწვევა არ ხდება საზოგადოების თავმჯდომარის და გამგეობის თანხმობის გარეშე, ამ შემთხვევაში კი ისინი საჭიროდ არ თვლიან სენაკის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარონ საგანგებო კრება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ სენაკისა და ყვარლის განყოფილებათა დათვალიერების შესახებ. გამგეობამ განაცხადა, რომ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს, ხოლო გ. ბურჭულაძეს გადასცეს სამგზავრო თანხა 10 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, დავით კარიჭაშვილი და ფილიპე მგელაძე გამგეობას თხოვნით მიმართა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გამგემ, რომ დახმარებოდნენ საყმაწვილო ბიბლიოთეკის შევსებაში. გამგეობამ სკოლას 10 მანეთის საყმაწვილო წიგნები გაუგზავნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ივანე ზურაბიშვილის მოხსენება საზოგადოების წიგნსაცავთა და სამკითხველოთათვის საერთო საანგარიშო ფორმის შემოღების შესახებ, ასევე დავით კარიჭაშვილის მოხსენება ამასთან დაკავშირებით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ფოტოსახელოსნოს ყოფილი გამგის ვასილ როინაშვილის მოთხოვნა თავისი საწოლისა და ორი კარადის დაბრუნების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეშვიდე სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 სამკითხველოს გამგეს 15 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 37-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 200 მანეთი გადაუხადა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დიდუბის სამკითხველოს 10 მანეთის წიგნები გადასცეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881, 1882, 1883, 1884 და 1885 წლებში გიორგი ქართველიშვილი იხდიდაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს, 20 მანეთს.