საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჰქონდა 37 სხდომა, განსახილველი იყო 346 საქმე, რომელთაგან 21 გადაიდო შემდეგი სხდომისთვის, დანარჩენი იმავე სხდომაზე გადაწყდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომებიდან ილია ჭავჭავაძე დაესწრო 2-ს, ნიკოლოზ ცხვედაძე − 28-ს, ივანე რატიშვილი − 33-ს, ექვთიმე თაყაიშვილი − 28-ს, ნიკოლოზ მთვარელიშვილი − 23-ს, ალექსანდრე ჭყონია − 22-ს, გიორგი იოსელიანი − 19-ს, იაკობ გოგებაშვილი − 18-ს, ანასტასია წერეთლისა − 17-ს, ალექსანდრე გარსევანიშვილი − 15-ს, ეკატერინე გაბაშვილისა − 9-ს, პავლე ყიფიანი − 2-ს და დავით კარიჭაშვილი − 37-ს.

პირები
წყარო

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრმა ქუთაისში, თომა აბრამის ძე მთავრიშვილმა, გამგეობას თავისი შეგროვებული 230 მანეთი გაუგზავნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრს ქუთაისში თომა აბრამის ძე მთავრიშვილს მისგან შეგროვებული 230 მანეთის სანაცვლოდ და შემომწირველთა სურვილის თანახმად, ამ ფასის წიგნები გაეგზავნა უფასოდ დასარიგებლად სხვადასხვა სოფლებში, პატარ-პატარა ბიბლიოთეკების მსგავსად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შეგროვება იკისრა და გამგეობის სხდომებზე ყულაბები წარმოადგინა 44-მა პირმა, საბოლოო ჯამში შეგროვდა 420 მან. 90 კაპ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის გადაწყვეტილებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრების თავმჯდომარედ ალექსანდრე წერეთელი აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში ასწავლიდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს იოსებ ჩხატარაიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შრომის სკოლაში ასწავლიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ავქსენტი გარსიაშვილს, არჩილ გულისაშვილს, ნიკოლოზ გვრიტიშვილსა და ალექსანდრე ციციშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 20-20 მანეთი ჰქონდათ მიღებული, იოსებ გოგოლაშვილს – 50, მამია ხუხუნაიშვილს – 25.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ნიკო სიმონის ძე ჯანაშია და ნოე ალმასხანის ძე ქურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის სკოლის მასწავლებლები იყვნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ალექსანდრე წერეთლის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე გიორგი ყაზბეგის გარდაცვალების, 1920 წლის ანგარიშების, სარევიზიო კომისიის მოხსენების, ხარჯთაღრიცხვის, ასევე გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევნების საკითხები განიხილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ანა გაბილაიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 40 მანეთი ჰქონდა მიღებული, ონისიმე შვანგირაძეს – 30, დავით ჩადუნელს – 50, ვლადიმერ ფხალაძეს, ლევან ლეონიძეს, გერასიმე კვაჭაძესა და ალექსანდრე მამულაშვილს – 100-100.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ალექსანდრე კორინთელსა და სიმონ იშხნელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 70-70 მანეთი ჰქონდათ მიღებული, ნინო ბაქრაძეს, ვლადიმერ ემუხვარსა და გიორგი გამხარაშვილს – 20-20, სარგის კაკაბაძეს – 30 მან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე მიხეილ ტყავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 150 მანეთი ჰქონდა მიღებული, ბიძინა წულაძეს – 255, კონსტანტინე გეგელიძეს – 40, მარიამ მაღალაშვილს, ერასტი ფაღავას, დომენტი ართილაყვასა და გრიგოლ მეძმარიაშვილს – 50-50, ვალერიანე მელაძესა და ნ. ჯაყელს – 25-25.

1913

ტიპი: ღონისძიება

1912-1913 სასწავლო წელს ბარონესა ეკატერინე ალექსის ასულმა ისკულისამ 16 მანეთისა და 46 კაპიკის ღირებულების 27 წიგნი შესწირა კავკავის სკოლის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 7 აგვისტოს ვლადიკავკაზიდან გაგზავნილ დეპეშაში იოსებ შვილევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის მთავარ გამგეობას სთხოვდა, კავკავის ქართულ სკოლაში უფროსი მასწავლებლობის სამი მსურველიდან – სერგეი რუხაძე, ტრიფონ შუბლაძე და ვარლამ ბურჯანაძე – ერთ-ერთი დაემტკიცებინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველ მარტს ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის მზრუნველებმა – იასონ ბართაიამ, თომა ჯაკობიამ, რომანოზ დანელიამ და კონსტანტინე ყურაშვილმა – მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინეს, რომ პირველი მმართველის, აკაკი ხაინდრავას გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარკვეული დროის შემდეგ მათ ახალ ხელმძღვანელთან ერთად შეძლეს აემუშავებინათ ბიბლიოთეკა, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან საჭირო იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა გაღმა ზანათის ბიბლიოთეკის 1916 წლის ანგარიში, რომელიც შეადგინეს: მიხეილ დავითაიამ და დავით ქობალავამ. ეს ანგარიში მთავარ გამგეობაში 1916 წლის 24 მარტს მიიღეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკა დაარსდა 1916 წლის 10 იანვარს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ მათეს ძე დავითაია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გაღმა ზანათის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, მიხეილ დავითაიამ და მდივანმა, დავით ქობალავამ სენაკის გამგეობას აცნობეს, რა პირობებში გაიხსნა ბიბლიოთეკა და სახალხო გაზეთის გამოწერა სთხოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო სენაკის განყოფილების მიერ გაგზავნილი ნაქალაქევის ბიბლიოთეკის 1915 წლის ანგარიში. ანგარიში შეადგინეს ნესტორ გაგუამ, ლუკა შალამბერიძემ და ივანე ფარცვანიამ.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, გამგეობის სხდომებიდან მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე, კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე და მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე დაესწრნენ 10-ს, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე და თეოფანე ბეჟანის ძე ნანეიშვილი – 2-ს, იორდანე მიხეილის ძე გოცაძე – 4 სხდომას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლა დაათვალიერეს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ და თბილისის განყოფილების გამგეობის მუდმივმა წევრმა თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მუზეუმში 1003 ნივთი იყო, წლის ბოლომდე 39 დაემატა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნუმიზმატიკურ კოლექციაში 5495 მონეტა იყო. მათგან 1513 იყო ქართული, 514 – რუსული, 831 – რომაულ-ბერძნულ-ბიზანტიური, 186 – ევროპული და 2391 – აზიური. წლის განმავლობაში ნუმიზმატიკურ კოლექციას არაფერი შემატებია.