საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29312

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 17-დან 20 მარტამდე საზოგადოებაში შევიდა 388. 35 მანეთი და დაიხარჯა – 333. 55.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თერგის ოლქის სახალხო სკოლის დირექტორის მოხსენება ვლადიკავკაზში ქალთა პროფესიული სკოლის დაარსების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პატარძეულის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სკოლისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. თავმჯდომარემ ამ საკითხის მოგვარება სასკოლო და სკოლის გარეშე განათლების სექციას დაავალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მღვდელ გიორგი გრიგოლის ძე ნათაძის თხოვნა ვლადიკავკაზში საზოგადოების გამოცემების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში გომარეთის სკოლის მასწავლებელი იოსებ ფორაქაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთში წასასვლელად გზის ფულს – 30 მანეთს და სექტემბერ-ოქტომბრის ხელფასს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, დავით კარიჭაშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 228 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ვასილ იოსების ძე ბეჟანიშვილისთვის წიგნების გასაგზავნი თანხის – 3. 85 მანეთის გაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში სოლომონ ანდღულაძისთვის 1. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ კურდღელაშვილი კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლად დანიშნა. მას გალობის სწავლება და ქოროს მართვაც დაევალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის კომიტეტის მოხსენება ადგილობრივი განყოფილების დაარსების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის კითხვა პლატონ წულუკიძის სენაკის სკოლიდან დათხოვნის შესახებ. გამგეობის დადგენილებით, დირექტორისთვის უნდა მიეწერათ, რომ წულუკიძე დაითხოვეს ამავე სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის მიმართ მისი არაკეთილგანწყობილი პირადული დამოკიდებულების გამო. ოქმს ხელს აწერს ილია ჭავჭავაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის ანგარიშის მიხედვით, ძმებ კ. და ს. თავართქილაძეებს მართებდათ საზოგადოების ვალი – 180 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის მოხსენების საფუძველზე გადაწყდა, ია კარგარეთელის სახალხო სიმღერების კრებული 1500 ეგზემპლარად დაებეჭდათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 1908 წლის 31 აგვისტოს კრებას შესთავაზა ხელუხლებლად დაეტოვებინათ ილიას ფონდში არსებული თანხა – 10818. 79 მანეთი, ხოლო სარგებელი მოეხმარებინათ ილია ჭავჭავაძის სახელზე სკოლის დასაარსებლად და მისი პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაწერების გამოსაცემად. სკოლის გახსნას მხარი დაუჭირეს გრიგოლ დიასამიძემ, ლ. მეტრეველმა, სოფრომ ტარუაშვილმა, ნაწერების გამოცემას – სამსონ ფირცხალავამ, პართენ გოთუამ, კიტა აბაშიძემ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის სახ. ეროვნული ფონდის შესაქმნელად მოწვეული კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უგზავნის კრების ოქმს და სთხოვს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები კრების დადგენილების აღსასრულებლად.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 24 სექტემბერს ნაფიცმა ვექილმა იასონ ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან შეატყობინა, რომ იქაური ქართველები 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელზე სალიტერატურო საღამოს გამართვას აპირებდნენ. ვექილმა საზოგადოებას სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შესაფერისი მასალის გაგზავნა სთხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ზაქარია გრიქუროვისთვის უნდა მიეცათ წიგნების თანხა – 92. 75 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მაქსიმე შარაძისთვის 10. 30 მანეთის გადაცემის შესახებ საზოგადოების წლიური ანგარიშის დასაბეჭდად, რომელიც „ივერიის“ ნომრებთან ერთად უნდა დაერიგებინათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ალაგირის ქართველთა სკოლისთვის უფასოდ ან დაკლებული ფასით მიეცათ 30-30 ცალი „დედა ენა“ და „რუსკოე სლოვო“, 5 წერის დედანი, „რუსკოე სლოვოს“ მეთოდიკა (I ნაწილი), 96 ფანქარი, 200-200 ცალი ქართულის, რუსულისა და ხატვის რვეული, რომელთა საერთო ღირებულება 33. 74 მანეთი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა მასწავლებელ მიხეილ სიმონის ძე შარაშიძის მოთხოვნა 1891-1899 წლების ნამსახურობის მოწმობის მიცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში იგი სკოლის საქმეს კარგად უძღვებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის სექტემბერში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ტელეგრამა, რომ ვერ იპოვეს კანდიდატი კავკავის სკოლის მესამე მასწავლებლის თანამდებობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ტიტე კახიძის ტელეგრამა მასწავლებლის კანდიდატის თაობაზე და გადაწყდა გამოეცხადებინათ, რომ კავკავის სკოლაში იყო თავისუფალი ადგილი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე, ნიკოლოზ ცხვედაძე.