რეგისტრირებული ფაქტები32713
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ტ. თოხაძემ ზუგდიდში გახსნა წიგნების მაღაზია, რომელსაც სამკითხველო ოთახიც ჰქონდა. 1899 წელს მაღაზია-სამკითხველო დაიხურა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ვ. მენთშაშვილმა ბიბლიოთეკა დააარსა ქვემო მაჩხაანში, ხოლო ამავე წელს ლომკაც აბაშიძემ გახსნა წიგნების მაღაზია-სამკითხველო კაბინეტით ოზურგეთში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს სპირიდონ ლევანის ძე ნორაკიძის მზრუნველობით ზუგდიდში ბიბლიოთეკა გაიხსნა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს ივანე ლომოურის ინიციატივით მეტეხის ციხეში ტუსაღებისათვის დაარსდა პატარა ბიბლიოთეკა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ბ. პეტროვის მიერ დაარსებულ ქუთაისის ბიბლიოთეკას საფუძვლად პეტროვისა და ანტონ ლორთქიფანიძის ფონდი დაედო.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წელს გაიხსნა თამამშევის სამკითხველო, რომელმაც 1870-იანი წლების მეორე ნახევრამდე იარსება.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ტერ-მიქელიანის მიერ გახსნილი წიგნის მაღაზია და სამკითხველო დარბაზი არსებობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს თბილისში, მიხეილის ქუჩაზე (ახლანდელ აღმაშენებელზე), მასწავლებელ ქალთა საზოგადოების მიერ დაარსებული ო. კაიდანოვის სახელობის იაფფასიანი სახალხო ბიბლიოთეკა გაიხსნა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ზ. ა. ჯორჯაძის ღვინის სარდაფთან ქართული წიგნის პატარა ბიბლიოთეკა არსებობდა.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წლიდან ვაჭრობდა და მკითხველებს ემსახურებოდა ალადატოვის წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წელს ფოსტის ქუჩაზე, სემინარიის პირდაპირ, ზუბალაშვილების სახლში ი. ივანოვის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. ბიბლიოთეკა ფასიანი იყო და დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 აპრილს მოსკოველი სტუდენტი ევგენი გუგუშვილი ატყობინებს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის გამგეობას, რომ სურს დაეხმაროს ოდიშის ერთ-ერთ 200 კომლიან სოფელს სამკითხველოს დაარსებაში, რომელიც სამომავლოდ საზოგადოების განყოფილებად გადაიქცევა. ამ საქმეში გამოუცდელი სტუდენტი სამოქმედო რჩევა-დარიგებას სთხოვს გამგეობას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას წიგნის მაღაზიის მსახური პ. გლადიშევი სთხოვს ფინანსურ დახმარებას მამის გარდაცვალების გამო. წინა პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, გლადიშევს აღებული ჰქონდა 30000 მანეთი დახმარების სახით და 150000 მანეთი თავისი ჯამაგირიდან. გამგეობამ დაამტკიცა პრეზიდიუმის გადაწყვეტილება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას წიგნის მაღაზიის გამგე სამსონ ბახტაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 11 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე. თვითონ ბახტაძის წინადადებით ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას საზოგადოების სტიპენდიატები მურად გულთაიშვილი და სულეიმან კაიკაციშვილი სთხოვენ სტიპენდიის გაზრდას. იმ დროისთვის თითოეული თვეში 2000 მანეთს იღებდა. გამგეობამ გადაწყვიტა, გაეზარდა სტიპენდია 5000 მანეთამდე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა წიგნების ფასების მომატებას. გამგეობამ პრეზიდიუმს მიანდო ამ საკითხის მოგვარება. გვერდისთვის ნორმა უნდა ყოფილიყო სამი თუმანი, უფრო მცირე ფორმატზე ორი თუმანი და თხუთმეტი მანეთი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება, რომელიც ეხებოდა ადგილობრივი სკოლისათვის ნივთიერი დახმარების შესაძლებლობას. სკოლას მხოლოდ მასწავლებელთა ჯამაგირებზე ყოველთვიურად ესაჭიროებოდა 4 მილიონი მანეთი. გამგეობამ დაადგინა, გაყიდული წიგნების შემოსავლიდან გადაედო კავკავის სკოლისთვის მილიონნახევარი მთელი წლის განმავლობაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კავკავის სკოლის გამგე სთხოვს 130 ცალ „русское слово“- ს პირველ ნაწილს. გამგეობამ წიგნების უქონლობის გამო უარი უთხრა კავკავის სკოლის გამგეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ჩიგოგიძე, დ. ონიაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი.

