რეგისტრირებული ფაქტები33127
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს ივანე პაატაშვილის წინადადება, ეთხოვათ მთავარი გამგეობისთვის, რომ მათთვის 1909 წლის შემოსავლის 20% არ გამოერთმია. კრებამ 17 ხმის უპირატესობით 9-ის წინააღმდეგ პაატაშვილის წინადადება მიიღო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ვახვახიშვილი, სარდიონ ალადაშვილი, ლაზარე მურთაზაშვილი, ივანე პაატაშვილი, ანასტასია კახიძისა და ქეთევან რუსიშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: თამარ აბაშიძე, მარიამ პაატაშვილისა, ეკატერინე ერისთავისა, თამარ ყაზახაშვილი, ალექსანდრე ბარნოვი და ზაქარია მარკოზაშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, გიგო სოლომონის ძე ყარალაშვილი, ილია მაკარის ძე აფხაიძე და მიხეილ ალექსანდრეს ძე სოლოვიოვი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: ვლადიმერ ედილაშვილი, ქაიხოსრო მაჭავარიანი, იოანე შიუკაშვილი, ისიდორე პერტაია, ილია გორდეზიანი და ნიკიფორე მამინაიშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 12 აგვისტოს სხდომაზე განიხილეს თელავის განყოფილების შუამდგომლობის საკითხი, რომელიც ეხებოდა მთავარი გამგეობისგან ასი თუმნის კრედიტის მიღებას ქ. თელავში წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიის გასახსნელად. მთავარმა გამგეობამ დაადგინა, გაეხსნა თელავის განყოფილებისთვის კრედიტი ხუთასი მანეთის ოდენობით. თელავის განყოფილებას კრედიტით სარგებლობა შეეძლო დღიდან, როცა მთავარ გამგეობას წარუდგენდა შუამდგომლის წერილში ჩამოთვლილი პირების მიერ ხელმოწერილ ხუთასი მანეთის ვექსელს. დოკუმენტს მთავარი გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ხელს აწერს მთავარი გამგეობის მდივანი სამსომ ფირცხლავა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 19 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ გოგნიაშვილის ქვრივის, ნინო შიუკაშვილის ნამსახურობის ქაღალდის ასლი და ატესტატი გაუგზავნა, რათა სამასწავლებლო დირექციას შიუკაშვილი იმ სკოლის მასწავლებლად დაემტკიცებინა, რომლის გახსნასაც საზოგადოება თელავში აპირებდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას, რომლის მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, თელავის განყოფილებამ 1910 წლის შემოსავლიდან 20%-ის დათმობა შესთავაზა. მთავარმა გამგეობამ ეს წინადადება არ მიიღო. თავისი სკოლებისა და სამკითხველოების ხარჯები განყოფილებას საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 24 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლათა დირექტორმა თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ნინო მიხეილის ასული შიუკაშვილი-გოგნიაშვილისა დაამტკიცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 26 სექტემბერს ალავერდის ეპისკოპოსმა დავითმა თელავში დაწყებითი სკოლის გახსნასთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილისთვის გაგზავნილ წერილში მადლობას უხდიდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობას, რომელმაც თელავის განყოფილებისთვის ბანკისგან ილია ჭავჭავაძის სასახლე და საწისქვილე მამული შეიძინა ყვარელში.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მაქსიმილიანე ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის გადასაცემად ბანკისგან შეიძინა ილია ჭავჭავაძის სოფ. ყვარელში მდებარე სასახლე და საწისქვილე მამული. ცნობა ამის შესახებ მთავარ გამგეობას მიაწოდა თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო-საადგილმამულო კომისიამ. მთავარმა გამგეობამ სთხოვა საზოგადოების თელავის განყოფილებას ბანკის მამულების გამგე ა. დ. ციციშვილისგან მამულის ჩაბარება, ჩაბარების ოქმის შედგენა და მამულის ინვენტარის სრული აღწერა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორმა აცნობა, რომ ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად კეთილსაიმედოობის მოწმობის გარეშე ვერ დაამტკიცებდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 18 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ხარაგაულისა და ყვირილის ბიბლიოთეკები ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა გადაწვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 მარტს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, მიუხედავად იმისა, რომ ერობა წინააღმდეგი იყო ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად ემუშავა დავით გიკაევსა და მ. სანაყოევს, ისინი იქ მაინც განაგრძობდნენ მუშაობას. ვინაიდან, ასეთი საქციელი სამინისტროს შეუწყნარებლად მიაჩნდა, წინადადება შესთავაზა ჯავის სასწავლებლის გამგეს, რომ ისინი მოქცეულიყვნენ ერობისა და სამინისტროს განკარგულების თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 დეკემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძემ უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ იმავე წლის 16 მაისს ამიერკავკასიის სამოსწავლო კომისარიატს N19 შუამდგომლობასთან ერთად გიორგი მინას ძე აბაშიძის დიპლომი და ფორმულიარის ასლი გაუგზავნა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 3 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გ. ბურჭულაძემ საზოგადოების თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ მიიღო წერილი თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორისგან. წერილის თანახმად, ის ვერ დაამტკიცებდა ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს ქ. თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, სანამ არ წარადგენდა კეთილსაიმედოობის მოწმობას. მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას სთხოვდა დირექტორის მოთხოვნის შესრულებას.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 7 დეკემბერს ქართველთა სორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას აცნობა, რომ თელავის ქართულ სკოლას უნდა ეხელმძღვანელა საზოგადოების სანიმუშო პროგრამით, რომელიც უკვე მიღებული ჰქონდათ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გაბრიელ ბურჭულაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მარტს სოხუმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბიძე, მთავარ გამგეობას მისწერა, რომ საზოგადოების წესდების ახალი პროექტი განიხილა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების კრებას 21 წევრი ესწრებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 3 ივლისს ქ. თელავში ჩატარდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. კრებამ გადაწყვიტა, გამოეცხადებინა მადლობა წიგნებისა და საწერ ნივთების მაღაზიის გამგე მარიამ კურდღელაშვილისთვის, რომელიც მუყაითობითა და სასარგებლო შრომით გამოირჩა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ მასწავლებელ ნინო შიუკაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობა (N7449) გაუგზავნა და მისი თელავის განყოფილების სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ ანა ნიკოლოზის ასულ ჭავჭავაძეს თბილისის განყოფილების წიგნის მაღაზიიდან 500 მანეთის რუსულ-ქართული სახელმძღვანელოს და რვეულის ნისიად მიღება დაავალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების წევრ-თანამშრომელთა ჯგუფმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. ამ სიაში ჩაეწერნენ დაბა ცხინვალის მაცხოვრებლები: დავით ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ელენე გიორგის ასული მაჩაბლისა, ანა ივანეს ასული მელიქიძისა, ელისაბედ გრიშაევისა, ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე, იოსებ გიორგის ძე გოგინაშვილი, ზაალ იასეს ძე მაჩაბელი და ვასილ მიხეილის ძე მაჩაბელი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც აირჩიეს საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარე მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები – იაგორ კირილეს ძე დათუნაიშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნაშვილი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ნიკოფორე იესეს ძე მამინაიშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი.

