რეგისტრირებული ფაქტები3290
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ კომერციული ინსტიტუტის კანონების ძალით, გვერდი 30, მუხლი მე-9-ით და 37 გვერდით, ნება ეძლეოდა ერთი სადიპლომო თხზულება შეედგინა და წარედგინა დეკანისთვის თუ რაღა თქმა უნდა, ორივე განყოფილების საგნებს ჩააბარებდა. ამიტომ, უნდოდა ამ კანონების ძალით დაემთავრებინა ორი განყოფილება ეკონომიური და ბანკის და ერთი სადიპლომო თხზულებით მორჩენილიყო, მისთვის ეკონომიური განყოფილების სადიპლომო თხზულების წარდგენა დააგვიანა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ პირველად დაამთავრა საშუალო სასწავლებელი, 6 წლის შემდეგ წავიდა მოსკოვში უმაღლესი სწავლის მისაღებად და ამიტომ შევიდა კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიურ ფაკულტეტზე. დაამთვრა ეს ფაკულტეტი და რადგანაც მას მოსკოვის ქალების გიმნაზიაში და ქალების კომერციულ სასწავლებელში ჰქონდა გაკვეთილები, ამიტომ მოინდომა მეორე განყოფილება, იგივე ბანკების, კომერციულ ინსტიტუტში დაემთავრებინა.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 23 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, როგორც ნინო აკოფაშვილის ნამსახურებითი სიიდან ჩანდა, მან დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი, სიტყვიერი განცხადებიდან კი – ჩანდა, რომ სამი წელი იყო გერმანიაში სავარჯიშოდ და გერმანული ენის პრაქტიკულად შესასწავლად. ამასთანავე იქვე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 19 ივნისს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ ნინო აკოფაშვილმა წარადგინა დოკუმენტი, რომლიდანაც ჩანდა, რომ ის სამი წელი იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფოვა ქერჩის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო მიუნხენში, სადაც კონსერვატორია დაამთავრა და იქვე გერმანულ ენას სწავლობდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის 3 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს სწერს, რომ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელმა 1884 წელს ხონის სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა. ხელს აწერენ ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის 10 ივლისს თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის პირველ კლასში ირიცხებოდნენ შემდეგი მოსწავლეები: ს. ხუდადიანი, შუშანა მანუკიანი, რუზანა კაზარიანი, თამარა მდივანიანი, რუზანა მილანი, ა. სარქისიანი, არინა ბარდანიანი, მარგარიტა ტერტერიანი, ა. ფანარჩიანი, სატენიკ ნერსესიანი, ლუსია მკრტიჩიანი, ელიზავეტა ნერსესიანი, ანნა შახნაბადიანი, ალისა სააკიანი, სატენიკ ვახტანგიანი, მარია ოგანესიანი, ლუსი მიკირტუმიანი, სირენა აკოფიანი, ა. ავაკიანი, რიფსიმე ოვანესიანი, ვარდანუშ ცატურიანი, ნინა სოლომონიანი, გარსენ აბრამიანი, ა. ბუნიათიანი.

