საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29112

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი მსურველებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში საადვოკატო მომსახურებას სთავაზობდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 27 მაისის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჯორჯაძისა და თომა ზენკოვიჩის აზრით, აქციზის შემოღებამ მოსახლეობას და მეურნეობას დიდი ზიანი მიაყენა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 იანვარს თბილისის სასამართლო პალატაში ბიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ მიხეილ შაოევის საქმე განხილებოდა, სადაც მომხსენებელი ა. ა. ფრანცოვი იქნებოდა. ბრალდებულის უფლებებს ვექილი შეორე დაიცავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ვასო აბაშიძის და კოტე მესხის მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი კომედიის „გამარჯვებულებს არა სჯიან“ წარმოდგენა იყო დაგეგმილი. პიესა ქართულად ანა მესხმა თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ნოემბერს ჭიათურაში გ. ყურულიშვილის სახელოსნო ფარდულში ყაჩაღები შეიჭრნენ და ერთ-ერთი ქარგალი დაჭრეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზოია ცელიარიცკიმ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს სამაჯური შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოსია ფარეშას ძე ხარსიევი და მისი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები კავკავიდან ხევსურეთში დაბრუნებულ ვაჭარ მარაიძე წიკლაურს თავს დაესხნენ და გაძარცვეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მცხეთის ტაძრის განმაახლებელმა კომიტეტმა დიდუბის ეკლესიის მღვდელს, მ. კ. ცინცაძესა და მ. ხახუტაშვილს შემოწირულობების შეგროვება დაავალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ოქტომბერს ზესტაფონში ქუთაისის სამხედრო სასულე ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელსაც იგორ ზლობინი ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს განკარგულებით თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელთან ერთკლასიანი სამაგალითო სამრევლო სკოლა დაარსდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა კახეთიდან ჩამოტანილი 68 ძველი ხელნაწერი თბილისის საეკლესიო სიძველეთსაცავს შესწირა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 მაისს, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ლოჭინის სამურნეო სკოლის დახურვის შესახებ იმსჯელეს. უპატრონოდ დარჩენილ ყმაწვილებზე ზრუნვა დიმიტრი ჯორჯაძემ და ივანე ხატისოვმა გადაწყვიტეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „მული, რძალი და მაშენიკები“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოლოლაკის ამაღლების ეკლესიის სამრევლო სკოლის დასახმარებლად თბილისის დრამატულ საზოგადოებაში რუსული წარმოდგენა იყო დაგეგმილი, რომლის ბილეთებსაც მსურველები ამავე ტაძრის მოძღვართან, მღვდელ კრაევიჩთან შეიძენდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძის მოურავის, მიხეილ თოფურიძის სახლში ათამდე მძარცველი შეიჭრა, რომლებმაც მასპინძელს სცემეს და 800 თუმანი გაიტაცეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ოქტომბერს გორელმა ნიკოზოლ ხუდადოვმა ნოტარიუს ა. ი. ოლტარაცკის მოტყუებით გამოსძალა 3000 მანეთის ვექსილი. ნოტარიუსის განაცხადის საფუძველზე, თაღლითი გორის პოლიციის მუშაკებმა დააპატიმრეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მარტვილის წიგნთსაცავის საქმეთა მწარმოებლის გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორის წერილი, რომლითაც ის ლუკა თათეიშვილს სამკითხველოსთვის შეწირული 200 ცალი ქართული წიგნისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ოქტომბერს ბრაღოჩინი მღვდელი სილიბისტრო ჩხაიძე მრევლთან შესახვედრად გურიის სოფელ მამათში ჩავიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 დეკემბერს ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრემ სვიმონ გოგოლაშვილის რეჟისორობით შილერის ხუთმოქმედებიანი დრამა „ყაჩაღები“ წარმოადგინა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასო აბაშიძე ქუთაისში გასტროლებზე მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში იოსებ ივანიძის რეჟისორობით ორმოქმედებიანი დრამა „დამონებულნი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში იოსებ ივანიძის რეჟისორობით ვალერიან გუნიას სამმოქმედებიანი კომედია „ახირებული სიმამრი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრალური დასის მსახიობი შალვა დადიანი იანვრის დასაწყისში თეატრთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად თბილისში იყო ჩამოსული.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 29 დეკემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ვალერიან გუნიას 4-მოქმედებიანი პიესა „და-ძმა“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 დეკემბერს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოდგენა „ღალატი“ და ვალერიან გუნიას „დედის ერთა“.