საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33127

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 16 ივლისს გრიგოლ ბურჭულაძემ საზოგადოების სახელით თბილისის სათავადაზნაურო ბანკს დახმარება სთხოვა. ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმა ახალი პროექტით 6 000 მანეთამდე ჯდებოდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კი 1 000 მანეთი ჰქონდა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის გამოყოფილი 100 მანეთის გაგზავნა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 13 სექტემბერს თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის გამოყოფილი 100 მანეთის მისაღებად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელი მიიწვია.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივლისს თბილისის სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების საბჭომ, რომლის თავმჯდომარე გრიგოლ ყიფშიძე იყო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გამოუყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 21 სექტემბერს ქუთაისის თავადაზნაურობის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ (თავმჯდომარე –მელქისედეკ ფაღავა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ გამოყოფილი 100 მანეთი გადაურიცხა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარე სვიმონ წერეთელი იყო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მზად იყო ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გაეღო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე მდივანს ილიას ძეგლის გამოსასყიდად 400 მანეთი გამოუყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაქსიმილიანე ჭავჭავაძემ, ვასილ კახიძემ და ნიკიფორე მამინაიშვილმა გაუგზავნეს 3 მაისს თელავის განყოფილების დაარსების ოქმი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად ი. წერეთლის შეგროვებული 53 მანეთი მიიღო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 5 სექტემბერს პავლე არდაზიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად 3 მანეთი შესწირა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის საფლავის მოწყობის პირველი, 3 500-მანეთიანი პროექტით 2 საფლავის ადგილი იკარგებოდა. გამგეობამ ინჟინერ-ტექნოლოგ პეტრე მამრაძეს მეორე პროექტი შეუკვეთა, რომელსაც დამატებით 2 500 მანეთი სჭირდებოდა, და თავადაზნაურობას მისი დაფინანსება სთხოვა. უარის შემთხვევაში გამგეობას პირველი პროექტი უნდა მიეღო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მ. ლობჟანიძემ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად კახეთის ამხანაგობა „საეროს“ სახელით 10 მანეთი გადასცა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივნისს გორის მაზრის მიწათმოქმედთა სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ვასილ ბაგრატიონ-დავითაშვილი, 1908 წლის 6 აპრილის წლიური კრების დადგენილებით ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის გადადებული 50 მანეთი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების კრება, რომელზეც მიწვეულები იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები – ნახირმწარმოებელი მ. კაჩაროვი, ბაქოს ნავთობმწარმოებელი საბჭოს სხდომის თავმჯდომარე ლ. ი. გულიევი და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების მორიგი შეკრება, რომელზედაც მოწვეულნი იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები. მოწვეული იყო შრომის კომისიის წარმომადგენელი, საქარხნო შეხვედრების ინჟინერი მორავსკი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი დასრულდა და გაზაფხულზე მისი კურთხევა იგეგმებოდა, მაგრამ რადგან ხარჯები ჯერ კიდევ გასასტუმრებელი იყო, თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვეს, მათ მიერ ამ საქმისთვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი (1800 მან.) საზოგადოების წევრის, ხაზინადარ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისათვის გადაეცათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 31 დეკემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისგან (წინამძღოლი – გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მიიღო ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად შეპირებული თანხის ნაწილი – 700 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ბუტერბროდების ჟურნალისტებად“ მოიხსენიებს ავტორებს, რომლებიც ჩრდილოკავკასიელთა გმირულ აჯანყებებს ხან ბოლშევიკთა აგიტაციასა და ფულს უკავშირებენ, ხან – მთიელთა მეჯლისის აქტიურობას, ხანაც – ბონჩ-ბრუევიჩის თბილისში ჩამოსვლას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტი სოსლანბეკ ბიგაევის სადამსჯელო რაზმის მიერ სოფელ ზამანყულში დატრიალებულ ტრაგედიას დაწვრილებით აღწერდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის ნავთობის რაიონული კომიტეტების მორიგი შეკრება, რომელზეც მიწვეული იყვნენ დამფუძნებელი ორგანიზაციების წევრები და დამოუკიდებელი პირები, ასევე მძიმე მეტალზე პასუხისმგებელი საქარხნო შეხვედრების წარმომადგენელი გრიგოლ ჯანელიძე.