რეგისტრირებული ფაქტები32711
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებამ მოიწონა გამგეობის მოხსენება სტამბის დაარსების თაობაზე. სტამბამ მუშაობა დაიწყო 1913 წლის 14 ნოემბერს. ანგარიშის თანახმად, 1913 წელს სტამბაზე დაიხარჯა 5840 მანეთი და 26 კაპიკი. ხელმომწერნი: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ოცხელი (თავმჯდომარის ამხანაგი), ბართლომე მოსეშვილი (მოლარე), წევრები – მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იაზონ ბაქრაძე, ისიდორე კვიცარიძე, სამსონ ყიფიანი, სვიმონ ხეჩინოვი, სილოვან ხუნდაძე, ტრიფონ ჯაფარიძე.
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1913 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარიამ ვარდოსანიძის, მელანია გველესიანისა და ელისაბედ ტყეშელაშვილის თაოსნობითა და ქუთათურ მანდილოსანთა დახმარებით ქალაქის ბაღში გამართულმა ტრადიციულმა საჯარო სეირნობამ, იაფი ვაჭრობითა და გასართობებით, საზოგადოებას შესძინა 1355 მან. და 68 კაპ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული წიგნები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს. გამოყენების შემდეგ მათ წიგნები ისევ სკოლისთვის უნდა დაებრუნებინათ სხვა ღარიბი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფ. კორცხელის სასწავლებლის პედაგოგ სამსონ თოლარაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N38.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების რწმუნებულთა არჩევის საკითხი. გამგეობის მიერ მიღებული ცნობის თანახმად თბილისის განყოფილებას ჰყავდა 2000 წევრი, ბორჯომს – 154, ფოთს – 75, ხონს – 73, სენაკს – 191, ცხინვალს – 60, ქუთაისს – 394, ჭიათურას – 20, ვეჯინს – 100, ლანჩხუთს – 77. სულ 3144. წესდების თანახმად უნდა აერჩიათ 60 რწმუნებული, ე. ი. 50 კაცზე ერთი დელეგატი. ამრიგად თბილისის განყოფილებას უნდა აერჩია 89 დელეგატი, ბორჯომს – 3, ფოთს – 1, ხონს – 1, სენაკს – 3, ცხინვალს – 1, ქუთაისს – 8, ჭიათურას – 1, ვეჯინს – 2, ლანჩხუთს – 1. სულ – 60. გამგეობამ რწმუნებულთა მორიგი კრება 3 ივლისს დანიშნა. განყოფილებებს უნდა აერჩიათ დელეგატები პრეზიდიუმის მიერ შემუშავებული პროპორციის მიხედვით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წლიურ კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საზოგადოების საპატიო წევრ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის გარდაცვალების ამბავი აცნობა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ია კარგარეთელის თხოვნა, წიგნის ჰონორარიდან 200 000 მანეთს მიცემის შესახებ (კარგარეთელს მანამდე 150 000 მანეთი ჰქონდა მიღებული). გამგეობამ გადაწყვეტილებით, მას 100 000 მანეთი გადაეცემოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას განათლების კომისარიატთან არსებულმა ხელოვნების კომისიამ ქაღალდზე დაბეჭდილი ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ სთხოვა. გამგეობამ კომისიის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება დ. კარიჭაშვილის განმარტების საპასუხოდ. განხილვა გარკვეული დროით გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო ივნისში შვებულება ჯამაგირის წინასწარ გადახდა სთხოვა. თავმჯდომარის თხოვნა დააკმაყოფილეს. მისი მოვალეობის შესრულება კი შიო დედაბრიშვილს დაეკისრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი, წევრები: ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, თევდორე კიკვაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს გამგეობის მოქმედების 1920 წლის ანგარიში. დოკუმენტი შესამოწმებლად გადაეცა სარეცენზიო კომისიას.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1921 წლის ხარჯთაღრიცხვა. პრეზიდიუმის მიერ წარდგენილი ხარჯთარიცხვა დამტკიცდა მცირე შესწორებით: სკოლებისთვის უნდა გადადებულიყო 500000 მანეთი და მოულოდნელი ხარჯებისთვისაც ამდენივე. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის ნოქრის, მიხეილ დევაძის საკითხი. მას შვებულება 14 მაისამდე ჰქონდა, მერე სამსახურში არ გამოცხადდა და გამგეობას არც მიზეზი შეატყობინა. გამგეობამ დაადგინა, დევაძის სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის, დავით კარიჭაშვილის მოვალეობის აღმსრულებელ შიო დედაბრიშვილის ჯამაგირის დანიშვნის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა კარიჭაშვილის ერთთვიანი შვებულების დროს დედაბრიშვილისთვის იმდენივე გადაეხადათ, რამდენსაც კარიჭაშვილი იღებდა, კერძოდ, 50 000 მანეთი (დადგენილების მიღებაში შ. დედაბრიშვილი არ მონაწილეობდა).
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომელიც ეხებოდა მომსახურე პირთათვის დახმარების მიცემას სურსათის შესაძენად. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მომსახურე პირთათვის სურსათის შესაძენად ერთი მილიონი მანეთი სესხის სახით. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი, თავმჯდომარის მოვალობის შემსრულებელი: შ. დედაბრიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი პოლიტიკური განათლების საბიბლიოთეკო განყოფილება სთხოვს 3 მილიონის წიგნებს ნისიად. განჩინებით ამ თხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო იყო განათლების კომისარიატის ოფიციალური მიმართავა. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე შიო დედაბრიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივლიანე გოგოლაშვილის თხოვნა, ავანსად მიეცათ 6 თვის დახმარება – 120 000 მანეთი. პრეზიდიუმის ცნობით, მას თანხა უკვე მიღებული ჰქონდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სენაკის განყოფილების გამგეობა აუწყებს, რომ ადგილობრივმა რევკომმა ჩამოართვა მას მაღაზია და სხვა ქონება და რჩევისთვის მიმართავს მთავარ გამგეობას. მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა კომისრისა და განათლების კომისარიატის წინაშე შუამდგომლობა ჩამორთმეული ქონების სენაკის განყოფილებისთვის დაბრუნების საკითხზე. ასეთივე პრობლემა ყოფილა ბორჯომის განყოფილებაშიც და გამგეობამ ამ საქმესთან დაკავშირებითაც გადაწყვიტა შუამდგომლობა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე ავალიშვილის თხოვნა 15 ივნისიდან თვენახევრიანი შვებულების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ავალიშვილისთვის ერთთვიანი შვებულება მიეცა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში შეგროვებული შვიდი ყულაბიდან ყველაზე მეტი თანხა – 104 მანეთი შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭოს მოლარის, დავით როსტომის ძე ჭუბაბრიას ყულაბაში აღმოჩნდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ დეხვირის სკოლის მასწავლებელ ლუკა გაბადაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 122.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ჯუმათის სკოლის მასწავლებელ მელენტი ჩხარტიშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N 74.

