რეგისტრირებული ფაქტები82929
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ მოწონებული არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ. გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა სახელმძღვანელოს დაბეჭდვა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო არ შეეძლო მისი მომავალი სასწავლო წლისთვის გამოცემა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „აკიდო“ საზოგადოების გამგეობის დავალებით კომისიამ შეადგინა „ბუნების კარის“ სალიტერატურო ნაწილის ნაცვლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს უწყება, რომლის მიხედვითაც ეკლესიას წმინდა ნინოს უბნის სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს თავისი ხარჯით შენახვა აღარ შეეძლო. გამგეობამ ბიბლიოთეკის საზოგადოების ბინაზე გადმოტანა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის გამგეობის განყოფილების თხოვნა საზოგადოების ყველა გამოცემის საკომისიოდ გაგზავნის ან 100 000 მანეთამდე კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ივანე ავალიშვილის თხოვნა ამ თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. გამგეობამ მისი დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დატოვება გადაწყვიტა და თვიურად 9 000 მანეთი დაუნიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლაზარე ვასილის ძე ხმალაძის წინადადება თავისი „არითმეტიკული კრებულის“ III ნაწილის გამოცემის შესახებ. ნაშრომის დაბეჭდვა დაწყებული ჰქონდა ქუთათურ გამომცემლობა „მერანს“, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო ბეჭდვა შეაჩერა. გამგეობამ იმავე მიზეზით ნაშრომის გამოცემაზე უარი განაცხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს დაავალეს, თბილისის განყოფილების მუშაობის განსაახლებლად და ახალი გამგეობის ასარჩევად სექტემბერში განყოფილების წევრთა საზოგადო კრება მოეწვია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1-ლ ივლისს საზოგადოების ბალანსი 4 093 986. 38 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ივნისის შემოსავალი 449 045. 75 მანეთი იყო, გასავალი – 439 027. 44 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვასილ გადილიასთვის კარადის მინების მიყიდვა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გაბრიელ ხუნდაძე საქართველოს რაიონებში წაიკითხავს მოხსენებებს შემდეგ თემებზე: საბჭოთა მთავრობა და მისი მოღვაწეობა სახელმწიფოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ აქვეყნებს განცხადებას, რომ საბურთალოს მუშათა კლუბის გამგეობა მსახიობ შაქრო საფაროვს 1920 წლის 11 ივლისს საღამოს 35 წლის აღსანიშნავად უმართავს ღონისძიებას და მისივე მონაწილეობით წარმოადგენენ „ეხლანდელ სიყვარულს“.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ა. კარაკოზოვმა 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არს. 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყ-ბა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ს. მანუჩარიანცმა 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არს. 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყ-ბა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მ. სალიანცმა 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არს. 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყ-ბა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ა. სანაძემ 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არს. 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყ-ბა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ს. სააკიანცმა 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არს. 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყ-ბა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ა. ონაშვილმა 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არს. 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყ-ბა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გ. ერემიანცმა 1920 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო რეალურ სასწავლებელთან არსებული 8-კლასიანი კომერციული სასწავლებლის განყოფილება.