საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72127

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ გამართა 7 სხდომა და განიხილა 36 საკითხი. სხდომებს სხვადასხვა სიხშირით ესწრებოდნენ: გამგეობის თავმჯდომარე - გიორგი ზდანოვიჩი (3), თავმჯდომარის ამხანაგი - იოსებ ოცხელი (5), გამგეობის წევრები - იაკობ ფანცხავა (5), სილოვან ხუნდაძე (7), სამსონ ყიფიანი (6), მოლარე ბართლომე მოსეშვილი (4), მდივანი იაზონ ბაქრაძე (7), წევრობის კანდიდატი ისიდორე კვიცარიძე (6).

ტიპი: ღონისძიება

სენაკის მაზრის სოფელ საჭილაოს მცხოვრები, მოსწავლე, ეფემია ანტონის ასული გეგეშიძე სახალხო განათლების მინისტრს სთხოვს, რომ მიიღონ ფოთის ქალთა გიმნაზიაში, რადგან დიდი შრომა და თანხა დახარჯა კერძო მომზადებაში.

ტიპი: ღონისძიება

სენაკის მაზრის სოფელ საჭილაოს მცხოვრები მოსწავლე ეფემია ანტონის ასული გეგეშიძე სწერს სახალხო განათლების მინისტრს, რომ მიიღონ ფოთის ქალთა გიმნაზიაში. იუწყება, რომ ნებართვა სწავლის გაგრძელების შესახებ გაუგზავნონ შემდეგ მისამართზე: ქ. ფოთი, ჭავჭავაძის ქუჩა, სახლი ნიკო ცომაიასი.

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილის თანახმად, ქუთაისის გუბერნატორისთვის წარსადგენი თხოვნების მარკებზე დაიხარჯა 7 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე – ბართლომე მოსეშვილი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე.

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ გაისტუმრეს ალექსანდრე ყაზბეგის „ელისოს" გამოცემის ხარჯის დარჩენილი ნაწილი – 17 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე, მოლარე ბართლომე მოსეშვილი.

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა ბაღდათის სასკოლო და საბიბლიოთეკო წრის საყურადღებოდ სოფელ როხში შეტყობინებას უგზავნის გიორგი ახვლედიანს: სთხოვს ძალ-ღონეს ნუ დაიშურებენ და ან პირადი შემოწირულობით დაეხმარონ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს, ან საქველმოქმედო საღამო და ლატარია-ალეგრი გამართონ.

ტიპი: ღონისძიება

ხელოსანი ტ. ლებედა ხელწერილით ადასტურებს, რომ მან ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის გაკეთებაში ინჟინერ პეტრე მამრაძისგან მიიღო 50 მანეთი და არავითარი პრეტენზია არა აქვს მასთან.

ტიპი: თანამდებობა

ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი ქუთაისის გუბერნიის სკოლებში ექვსი წლისა და ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა.

ტიპი: ღონისძიება

სოფელ კორბოულის სამრევლო სკოლის მასწავლებელი – მღვდელი სერგო მაჭარაშვილი – გაზეთ „ისრის" რედაქციას უგზავნის ილიას ფონდისთვის სკოლაში შეგროვებულ 10 მანეთსა და შემომწირველთა სიას. მასწავლებელნი: მღვდელი სერ. მაჭარაშვილი – 2 მან., ლავ. ხარშილაძე – 1 მან., დომ. მაჭარაშვილი – 1 მან., მღვდელი ლ. მაჭარაშვილი – 1 მან., ჭ. ბურჯანაძე – 1 მან., სარ. ჩაჩანიძე – 50 კაპ., მარ. ჩაჩანიძისა – 50 კაპ., ლაზ. ტაბატაძე – 50 კაპ., სარ. მაჭარაშვილი – 50 კაპ., ილია ხარშილაძე – 50 კაპ., ვას. გაფრინდაშვილი – 50 კაპ.; მოსწავლეთაგან შემოწირულია 1 მან.

ტიპი: ღონისძიება

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუზეუმო ნივთების შესასწავლად ცალკე სექციის ნებართვა იყო საჭირო. სამუზეუმო ნივთების გარეთ გატანა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამგეობის ნებართვით იყო შესაძლებელი.

ტიპი: ღონისძიება

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, სამუშაო დღეებში წიგნსაცავი ღია იყო დილის ცხრა საათიდან შუადღის სამ საათამდე, ხოლო კვირაობით დილის ათი საათიდან შუადღის ორ საათამდე.

ტიპი: ღონისძიება

მუზეუმ-ბიბლიოთეკის გამგეობის წესის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავი და მუზეუმი კერძო დაწესებულება იყო, სადაც შესვლა და მუშაობა მხოლოდ გამგის ნებართვით შეიძლებოდა.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები კონდრატე ამბაკოს ძე მახარაძე, იასონ დავითის ძე მოწერელია და დომენტი გიგოს ძე ნადირაძე იყვნენ.

ტიპი: თანამდებობა

ნიკო ადამია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის მოლარე.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების წევრობის კანდიდატები ბესარიონ სოფრომის ძე ჩიბურდანიძე, აქვსენტი ამბაკოს ძე მახარაძე და ნესტორ ჭანიშვილი იყვნენ.

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძის შემდეგ ილიკო ბეჟანის ძე მგელაძე გახდა. მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი იყო, მოლარე – დიმიტრი ისიდორის ძე მამალაძე, გამგეობის წევრი ნიკო ადამია, ხოლო შემდეგ დაემატნენ თეოფილე გოგიბერიძე და ევგენი იესეს ძე ბოხუა.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების წევრები იყვნენ: პლატონ წითლიძე, ექვთიმე რევიშვილი, ლეონტი ალმასხანის ძე ჟღენტი, ჯაბულ ბერაძე, კონსტანტინე საველის ძე კვარაცხელია, ნესტორ ჭანიშვილი, პარმენ ლევიძე, სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი, სერგო დვალიშვილი და თომა ბოკუჩავა.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების წევრები იყვნენ: სოლომონ ხარებავა, დიმიტრი ეპიტაშვილი (ეპიტოვი), მიტროფანე ჯიბუტი, ისიდორე ბულაშვილი, ნიკოლოზ ჯოიაშვილი, ფარნა ჩაგუნავა, ბიქტორ კუხიანიძე, ანთიმოზ გვაზავა, თეოფილე ალმასხანის ძე გოგიბერიძე და სამსონ ლევანის ძე შარვაშიძე.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების წევრები იყვნენ: იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, თებრონე მახარაძისა, სტეფანე ბახია, ვანო ბულაიშვილი, გერმანე ჯვარშეიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე გიორგაძე, სიმონ დიმიტრის ძე ჭანტურიშვილი, ილიკო (ილია) თომას ძე ხოჭოლავა, ალექსანდრე (სანდრო) ანდრიას ძე ბიბილეიშვილი, ანტონ ბახტაძე და ევგენი ნესტორის ძე ბოხუა.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების წევრები იყვნენ: ლუკა ჯამულეთის ძე გაბუნია, სილიბისტრო კილასონია, ესტატე მინაშვილი, ბიქტორ ჭავჭანიძე, იასონ სალუქვაძე, სარდიონ დანელია, გიორგი კობერიძე, ნიკო ადამია, ნოე სიმონის ძე თოთიბაძე, ვანო ბახტაძე და ესტატე ილიას ძე შიშნეიშვილი.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების წევრები იყვნენ: ამბაკო იესეს ძე სულუხია, სოლომონ ქანთარია, არქიფო ქლიბაძე, ევგენი გაბუნია, სამსონ კიზირია, აქვსენტი ნიკოლაიშვილი, ნესტორ გამგონეიშვილი, ოლია (ოლღა) გამგონეიშვილისა, გალაქტიონ ბოხუა, ევტიხ თალაკვაძე და ისააკ ჭუმბურიძე.

ტიპი: სტატუსი

კირიონ მეორე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. იგი ქველმოქმედი იყო. მისი დაფინანსებით ბევრმა ღარიბმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ილიკო მგელაძე, ნინა მგელაძისა, ამბაკო სულუხია, ნიკო ადამია, სამუელ ზაქარეიშვილი, დომენტი ნადირაძე, ილია (ილიკო) ბახტაძე, მიხა არობელიძე, სიმონ კოტრიკაძე და იასონ მოწერელია.

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ლადიკო თავამაიშვილი, ივანე ბულაშვილი, იპოლიტე მახარაძე, თებრონე მახარაძისა, აქვსენტი მახარაძე, კონდრატე მახარაძე, ექვთიმე რევიშვილი, იოსებ ჯოჯუა, ესტატე შიშნეიშვილი და დიმიტრი ტორჩინავა.