რეგისტრირებული ფაქტები72439
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის 10 აგვისტოს ჩონთოს (კორბოულის) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იოანე სიმონის ძე ჯაოშვილი გარდაიცვალა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876-83 წლებში იოანე სიმონის ძე ჯაოშვილი ჩონთოს (კორბოულის) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1875-77 წლებში სოკრატ ლუკას ძე ფერაძე ჩონთოს (კორბოულის) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868-75 წლებში ზაქარია ოქროპირის ძე წერეთელი ჩონთოს (კორბოულის) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-68 წლებში სვიმონ ალექსის ძე აბრამიშვილი ჩონთოს (კორბოულის) ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1836
ტიპი: გარდაცვალება
1836 წლის 15 ნოემბერს ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ იშხნელი გარდაიცვალა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908-17 წლებში ნესტორ ივანეს ძე ჯალაღანია ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891-02 წლებში იუსტინე გრიგოლის ძე ფანცხავა ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905-08 წლებში ლავრენტი მაქსიმეს ძე დევიძე ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-05 წლებში მიხეილ ტერენტის ძე მაჩიტაძე ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-04 წლებში კონსტანტინე ისაიას ძე გაბრიჩიძე ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სიმონ ალმასხანის ძე ნემსაძე ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს სიმონ ალმასხანის ძე ნემსაძე ჩუნეშის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ივნისში ალექსანდრე გუგუშვილი ბათუმის დრამატული საზოგადოების დასის რეჟისორის მოადგილის თანამდებობაზე მიიწვიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ივნისში მარგარიტა ქილარჯიშვილი, ნინო გამრეკელი-თორელი, ელენე ციმაკურიძე და ა. ჩარკვიანი ბათუმის დრამატული საზოგადოების დასში მსახიობებად მიიწვიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ბათუმის დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, მომავალი სეზონისთვის საკუთარი დასი ჩამოეყალიბებინა. მსახიობების შესარჩევად გამგეობის თავმჯდომარე ივანე მესხი თბილისში ჩავიდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ კიტა აბაშიძის მოხსენების „რეცენზია და თეატრალური კრიტიკა“ განხილვის შემდეგ დაადგინა, სპექტაკლებისა და პიესების კრიტიკა და რეცენზიები სპეციალისტებს, თეატრის კრიტიკოსებს, დაეწერათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ არჩილ ავალიშვილის მოხსენების „ქართული ენა ქართულს თეატრში“ განხილვის შემდეგ დაადგინა, სცენაზე მოღვაწე მსახიობებს, რომელთაც გამართული ქართულით საუბარი უჭირდათ, გამოესწორებინათ შეცდომები, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდნენ შენიშვნებსა და დაჯარიმდებოდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში კავკასიის მთავარმმართებელი გრიგოლ გოლიცინი და მთავარმმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელმა ყრილობამ არჩილ ავალიშვილის მოხსენების „ქართული ენა ქართულს თეატრში“ განხილვის შემდეგ დაადგინა, მსახიობებს სცენაზე გამოსვლამდე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ჩაებარებინათ.