რეგისტრირებული ფაქტები80357
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 იანვარს ხაშურის დრამატულმა წრემ ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდის სასარგებლოდ წარმოადგინა ტრიფონ რამიშვილის „საბედისწერო დამბაჩა“.
1862
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1862 წელს აკაკი წერეთელმა პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ენათა ფაკულტეტზე სწავლას თავი დაანება და საქართველოში დაბრუნდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვალს თეოფილე მარკოზის ძე კეკელიძის თავმჯდომარეობით გამართულ ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრებაზე განიხილეს 1914-15 წლების წრის მუშაობის ანგარიში და მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 18 იანვარს ავლაბრის თეატრში გამართულ სპექტაკლში „პეპო“ იოსებ ივანიძემ პეპოს როლი შეასრულა, გიორგი ირდანიშვილმა – კაკულისა, ვ. მარგველაშვილმა ითამაშა კეკე, რაფიელ ჯიბლაძემ – სამსონი, ალექსანდრა ქართველიშვილისამ – ეფემია, ი. რევაზიშვილმა – ზიმზიმოვი, დ. რჩეულოვისამ – შუშანა და ა. შ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 იანვარს სახალხო სახლში დადგმულ სპექტაკლში „სოფლის გმირები“ კოტე ხახანაშვილმა შეასრულა ტარიელ მკლავაძის როლი, სოფიო ანკარამ ითამაშა ანიკო, ალექსი მეტრეველმა – სპირიდონ მცირიშვილი, რ. სალაყაიამ – მედუქნე, ვ. რატიშვილმა და ალექსანდრე შანშიაშვილმა – მოქეიფე თავადიშვილები, ელენე ციმაკურიძემ – კნეინა ბუსუსი, ვ. ნინიძე – გურული მგზავრი და ა. შ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 ნოემბერს რკინიგზის დირექტორი ალფონს რობი თბილისის გამგეობამ ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად მიიწვია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ნოემბერს მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა ნაძალადევის უბანში შეკრებილ საზოგადოებას ახალი სამრევლო სკოლისა და სამლოცველოს აშანების თაობაზე ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევა გადასცა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, სოფელ ჩხარში მღვდელმა სპირიდონ ჯუღელმა თავისი ხარჯით დაწყებითი სკოლა დააარსა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, დეკანოზმა სიმონ მიქიევმა სიღნაღის მაზრაში უმოსავლობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად 30 მანეთი გაიღო.
1873
ტიპი: გარდაცვალება
1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის სოფელ ზანაში ყაჩაღებმა დავით ჩიჩუა და მისი მეუღლე მოკლეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, არქეოლოგმა ერიცოვმა სამასამდე ძველი ქართული ხელნაწერი წიგნი აღმოაჩინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 თებერვალს ბათუმში გიორგი იშხნელის მონაწილეობით აკაკი წერეთლის ხუთმოქმედებიანი დრამა „პატარა კახი“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 მარტს სახალხო სახლში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის ლოტბარობით კონცერტი უნდა გაემართათ.