საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები76335

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძის მიერ დადგმული კომედია „აირია მონასტერი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატო გაბუნია-ცაგარელი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ცხვირისა და ყელ-ყურის ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე კაბინეტში დილის 9-დან 11 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე მიიღებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კოტე მესხის მიერ შედგენილი კრებული „იმერული სცენები“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 5 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძე ქართული სამკურნალო მწერლობის ბიბლიოგრაფიულ წერილზე მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმბაშის არასწორი მკურნალობის შედეგად ზუგდიდში ვლ. კეიდია გარდაიცვალა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალგაზრდა პუბლიცისტები, გიორგი ლასხიშვილი, ალექსანდრე ფრონელი, ივანე ზურაბიშვილი და კოტე ბაქრაძე ჟურნალ „მნათობის“ თანამშრომლები გახდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ვასო აბაშიძის ბენეფისი დაიგეგმა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული გოგოლის „რევიზორი” უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი, ანა მესხი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 9 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბერს ბათუმის თეატრმა ავქსენტი ცაგარლის კომედია „ბაიყუში“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ნატალია გაბუნია-ცაგარელი ასრულდებდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 28 ნოემბერს ზუგდიდელი ლ. შონიას სახლს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ოჯახის უფროსი თავისი ცოლითა და ოთხი შვილით არ დაშავებულა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 ნოემბერს მღვდელ მელიტონ კედიას მიერ ზუგდიდში გამართულ წვეულებაზე ერთ-ერთი სტუმარი სიმთვრალისგან გარდაიცვალა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 8 დეკემბერს ბ. სევერიანი ბათუმის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 დეკემბერს თბილისში სომხეთის კათალოკოსი მკრტიჩ I ჩამოვიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის ჯარის პოლკოვნიკი გიორგი ილიას ძე ორბელიანი რუსეთის სამხრეთ გუბერნიებში გაემგზავრა ადგილობრივი მმართველებისთვის შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გასაზიარებლად.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 8 დეკემბერს თბილისის საბჭომ თავადი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი და ხმოსანი მ. ს. შესტაკოვი ქალაქის გამგეობის წევრებად აირჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 დეკემბრის საღამოს მარიამ თეოდორეს ასული რომანოვი და მისი თანმხლები პირები: თბილისის გუბერნატორი თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვი, ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ლინდენი და გენერალი ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი, ბორჯომიდან ბათუმისკენ გაემგზავრნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 დეკემბერს არქიმანდრიტ გერმოგენის სახლში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ძმობის წევრებისა და თანამოაზრეების შეკრება გაიმართა, რომელსაც ეგზარქოსი ფლაბიანე დაესწრო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ თბილისის სასულიერო სემინარიაში დაარსებულ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ძმობას 100 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 9 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საგუბერნიო ექიმი ტიტე ქიქოძე წმინდა ანნას მესამე ხარისხის ორდენით დაჯიდლოვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი და კონსტანტინე შათირიშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემული 1899 წლის კედლის კალენდარი თბილისის წიგნის მაღაზიებში 40 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის კორესპონდენცია „ს. აწერისხევი, ავადმყოფობა“ გამოქვეყნდა.