საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 აგვისტოს სამსონ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მაყაშვილი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. განსახილველი იყო საკითხი მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე, გერონტი ქიქოძე. სხდომის დამხმარეები იყვნენ: საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი, თავმჯდომარე – სამსონ დადიანი, მდივანი – საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი. პავლე საყვარელიძესა და გერონტი ქიქოძეს დროის უქონლობის გამო სხდომაზე დარჩენა არ შეეძლოთ, მათ გარეშე კი ქვორუმი არ შედგებოდა, ამიტომ გადაწყდა, სხდომა გადადებულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე სამსონ დადიანი, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კომისიის წევრთა სიმცირის გამო სხდომა არ გაიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 ივნისს საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა პავლე დავითის ძე საყვარელიძემ საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს აცნობა, რომ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ სერგო დავითის ძე ჯაფარიძე აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე გადაწყდა, მცოდნე პირთაგან მოეწვიათ პროფ. ავალიშვილი, პროფ. ჯავახიშვილი და პროფ. გამბასოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგო ჯაფარიძე, ხოლო მდივნად – პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 ივნისს საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, სერგო ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა და სამსონ დადიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში ჩატარდა სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი სხდომა, კრებას თავმჯდომარეობდა ჟ. ნ. ზილოვი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერი გ. ი. ფარსკი შავი ზღვის ყუბანის რკინიგზის უფროსი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერი მ. ს. რაკიტინი ვლადიკავკაზის რკინიგზის სამმართველოს თანამშრომელი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ვ. ნ. კოტი ვლადიკავკაზის საქალაქო სამმართველოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მ. ა. კუპრეევი ახალი რუსეთის საქალაქო სამმართველოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მ. ო. მენისი სტავროპოლის საქალაქო სამმართველოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერი ნ.ფ რალფი იყო ეკატერინოდარის საქალაქო სამმართველოს წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ს. მ. როსლიკოვი იყო ტაგანროგის საქალაქო სამმართველოს წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ს. ლ. კასიანევსკი ნახიჩევანის საქალაქო სამმართველოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ი.მ. მიკულოვსკი იყო შავი ზღვის ყუბანის სამმართველოს სახელმწიფო საკუთრებისა და ყუბანის რაიონის სავაჭრო კომიტეტის წევრი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ი.ე. ლიბარსკი იყო სტავროპოლის სრულიად რუსეთის მიწის კავშირის წევრი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს მ. ი. ვიშნეგორსკი ეკატერინოდარის მიწის კავშირის კომიტეტის წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ინჟინერი ო.რ. ზინდერი როსტოვ-ყუბანის სრულიად რუსეთის მიწის კავშირის კომიტეტის წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ა.ს. რისი რუსეთის სამხარეო სამხედრო საწარმოს კომიტეტის წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ლინოვკო პოლონეცი იყო ჯარების გადაადგილების სამხედრო ხელმძღვანელი.