საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები960

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

2012

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

1989

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 18 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლომ სარდიონ მაღრაძე პართენ, ნინო და ბარბარე მაღრაძეების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს სამუდამო კატორღა მიესაჯა.

1981

ტიპი: ნასამართლეობა

1871 წლის 11 სექტემბერს ქუთაისის სასამართლო პალატამ განიხილა საქმე გიორგი და ბესარიონ ნიჟარაძეებისა, რომელთაც მეფაიტონეს გაძარცვა ედებოდათ ბრალად. მოსამართლე მოსე ქიქოძემ ბესარიონ ნიჟარაძე უდანაშაულოდ ცნო, ხოლო გიორგი ნიჟარაძეს პატიმრობა მიუსაჯა.

1956

ტიპი: ნასამართლეობა

1956 წლის 5 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილი გადასახლებიდან პოლონეთში დაბრუნდა. მან 11 წელი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურ ბანაკში გაატარა და შემდეგ 13 თვე ციხეშივე ელოდა პოლონეთში დაბრუნებას.

1956

ტიპი: ნასამართლეობა

1956 წლის თებერვალში გიორგი ივანეს ძე ქურხულის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

1956

ტიპი: ნასამართლეობა

1956 წლის თებერვალში ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყეს.

1954

ტიპი: ნასამართლეობა

1954 წელს დაავადებული გრიგოლ იაშვილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური ბანაკიდან გამოვიდა.

1951

ტიპი: ნასამართლეობა

1951 წელს სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

1946

ტიპი: ნასამართლეობა

1946 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურ ბანაკში მოთავსებული მიხეილ კვალიაშვილი და გრიგოლ იაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. იაშვილს ავადმყოფობის გამო მუშაობა არ შეეძლო, ის სხვაგან გადაიყვანეს.

1946

ტიპი: ნასამართლეობა

1946 წელს იან რუდოლფ მაევსკი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 7 წლით ციხეში ჯდომა მიუსაჯეს.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა პოლონეთის არმიის ბევრი ოფიცერი დააპატიმრა, მათ შორის – გრიგოლ იაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილი გრიგოლ იაშვილი გაასამართლეს და 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წელს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილ მიხეილ კვალიაშვილს 10 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. რუსეთში ჩასვლის შემდეგ კვალიაშვილი მეორედ გაასამართლეს და სასჯელი ერთი წლით გაუზარდეს.

1942

ტიპი: ნასამართლეობა

1942 წელს თამარ ქაიხოსროს ასული ჩოლოყაშვილი დედასთან, ნინო ილიას ასულ მეღვინეთუხუცესთან, ერთად საბჭოთა უშიშროების აგენტებმა დააპატიმრეს და ყაზახეთში გადაასახლეს.

1941

ტიპი: ნასამართლეობა

1941 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიგოლა ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იგი წლების განმავლობაში იმალებოდა. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გარდაიცვალა.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის 21 სექტემბერს გერმანე მათითაშვილი ტროცკისტულ მოძრაობასთან დაკავშირებით დაკითხეს.

1935

ტიპი: ნასამართლეობა

1935 წლის 31 აგვისტოს ნიკიტჩენკოს თავმჯდომარეობით სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დაიწყო თეთრგვარდიელების – ი. ვ. კობილკინის, ე. ლ. პერელადოვისა და ვ. ვ. ოლეინიკოვის – სასამართლო პროცესი. ისინი დივერსიული საქმიანობის ბრალდებით სსრკ-ის ტერიტორიაზე მანჯურიიდან შემოპარვისთვის დააკავეს.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 4 ივნისის გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა წერილი ფასანაურის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ისიდორე ტუჩაშვილის შესახებ, რომელსაც ბრალად ედებოდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის (3500 მანეთი) გაფლანგვა. პროკურატურის ცნობით, ეს ფაქტი დადასტურდა და ტუჩაშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 24 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სამტრედიის რაიონის სახალხო სასამართლომ გაასამართლა შემნახველი სალაროს მუშაკები: ალექსანდრე გეგენავა, გიორგი ჩიქოვანი და ილია გოგიტაური. ისინი ობლიგაციებს უკანონოდ ახურდავებდნენ. დამნაშავეებს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 20 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, თბილისის აბრეშუმის ფაბრიკაში წუნდებული პროდუქციის გამოშვების გამო საგამომძიებლო ორგანოებმა ბრალი დასდეს ტექნიკურ ხელმძღვანელობას. საქმე განიხილა ტფილისის გაერთიანებულმა სახალხო სასამართლომ.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 17 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, რედაქციაში შესული კორესპონდენციის გამოკვლევის საფუძველზე, თელავის რაიონის სოფელ ქვემო ალვანის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თავბერიძის მიმართ წაყენებული ბრალდებები დადასტურდა, რის გამოც იგი გაათავისუფლეს თანამდებობიდან და მისცეს პასუხისგებაში.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 11 აპრილის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, დააპატიმრეს პირები, რომლებიც ლოთობდნენ და დებოშს ტეხდნენ ქ. მოსკოვის ,,ნოვომოსკოვისა” და სხვა სასტუმროებში. ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მათ გადაასახლებენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე. დანარჩენი მოქალაქეები, რომლებიც ამხილეს სისხლის სამართლის დანაშაულში, დააპატიმრეს და მისცეს სამართალში.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის აპრილში ამიერკავკასიის რკინიგზის სახაზო სასამართლომ დაამთავრა მექრთამეების საჯარო-საჩვენებელი გასამართლება. პასუხისგებაში მისცეს: ურიათმყოფელი, შოვნაძე, გაბელაია, ფირცხალაიშვილი და მშვიდობაძე. რკინიგზელთა მასებმა განაჩენი მოიწონეს.

1933

ტიპი: ნასამართლეობა

1933 წლის 29 დეკემბერს საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) გორის რაიონის საკონტროლო კომისიამ განიხილა ჯვრისხევის პარტუჯრედის წევრების – ალექსანდრე აკოფაშვილისა და ბაგრატ ხუტიაშვილის საქმე, რომელებიც აშკარად მფარველობდნენ კულაკებს. მათი საქმე გადაეცა პროკურატურას და დაიგეგმა საჯარო საჩვენებელი გასამართლება.

1933

ტიპი: ნასამართლეობა

1933 წლის 4 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სოფელ ზერტში აქტიური შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კულაკებს: ვანო და არტემ ტურუნაშვილებს, გეურქა, ზაქარია და გიორგი ცარელაშვილებს, ილიკო და სოფრომ მიზანაშვილებს, არტემ ბესარაშვილსა და სიმონ ტურაშვილს გადამალული ჰქონდათ ხილ-ბოსტნეულის დიდი მარაგი.