საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები15526

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს პეტრე უმიკაშვილმა დაწერა გამოხმაურება ჟურნალ „ცისკარში“ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ გამოქვეყნებულ სარდიონ ალექსი-მესხიშვილისა და გიორგი ბარათაშვილის წერილებზე.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ილია ჭავჭავაძემ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ პროგრამა ჟურნალ „ცისკარში“ და გაზეთ „კავკაზის“ დამატებაში დაბეჭდა.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა თომა მაჭავარიანის „პასუხი მეორე თერგდალეულის პასუხისა“, რომელშიც მან სამსონ მაჭავარიანი ილია ჭავჭავაძის დაცვისთვის გააკრიტიკა.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ზემოური იმერლის, გორისელის, ფსევდონიმით გამოქვეყნდა ექვთიმე წერეთლის სტატია „უფალო, რედაქტორო!“, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძის პოზიცია ბარბარე ჯორჯაძესთან პოლემიკაში და გამოთქმული იყო ეჭვი, რომ ის კარგ ჟურნალს გამოსცემდა.

1862

ტიპი: ავტორობა

1862 წლის მაისში ჟურნალ „ცისკარში“ მამების თაობასთან გამართულ პოლემიკაში ილია ჭავჭავაძის მხარდასაჭერად „მესამე თერგდალეულის“ ხელმოწერით დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „ახირებული ფურცელი: ახალი მწერლის აღშფოთება“.

1863

ტიპი: ავტორობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძემ თხოვნით მიმართა პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორს, გაეცა განკარგულება, რომ მისთვის საუნივერსიტეტო კურსის მოსმენის დამადასტურებელი მოწმობა მიეცათ.

1863

ტიპი: ავტორობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „კაცია-ადამიანი“ დაიბეჭდა „საქართველოს მოამბეში“.

1863

ტიპი: ავტორობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ დაიბეჭდა „საქართველოს მოამბეში“.

1863

ტიპი: ავტორობა

1863 წელს გაბრიელ სუნდუკიანცმა თავისი პირველი ნაწარმოები, ვოდევილი „საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“, დაწერა.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ემინიმ წიგნი სომხების კერპთაყვანისმცემლობაზე გამოსცა.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს კირილე ლორთქიფანიძემ ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ ქართული პოეტური ნაწარმოებების კრებულის გამოცემას აპირებდა და თავისი ლექსების სასწრაფოდ გაგზავნა სთხოვა.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებაში. მან დაწერა თბილისის გუბერნიაში მებატონეთა მფლობელობაში არსებულ მიწებზე დასახლებული გლეხების მიწათმოწყობის პროექტთან დაკავშირებული კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ დოკუმენტი ამიერკავკასიის ცენტრალურ საგლეხო კომიტეტში თავისი სახელით წარადგენა ამ საბჭოს წევრმა, იურისტმა ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძემ.

1864

ტიპი: ავტორობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“ დაიბეჭდა „კრებულში“.

1865

ტიპი: ავტორობა

1865 წელს ემინიმ წიგნის „ნერსეს ლაბრონელის სინოდალურის სიტყვის“ თარგმანი გამოსცა.

1865

ტიპი: ავტორობა

1865 წელს ილია ჭავჭავაძის „სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა“ დაიბეჭდა „კრებულში“.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში დაიდგა კომედიური ჟანრის სპექტაკლი „ცოლის შერთვეინება“, რომელიც ქართულად დიმიტრი ყიფიანმა თარგმნა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძის დავალებით ზაალ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ახმეტის მამულების სიგელი შეადგინა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ზაალ ჭავჭავაძემ შეადგინა ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელი.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძემ ზაალ ჭავჭავაძეს მინდობილობა მისცა თავისი ყვარლისა და ახმეტის მამულების სიგელების შესადგენად.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში 2 აბაზად იყიდებოდა ჟორჟ სანდის ზღაპრული მოთხრობა, რომელიც ფრანგულიდან თარგმნა დავით ყიფიანმა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში იყიდებოდა იოანე ბატონიშვილის თხზულება „კალმასობა“. წიგნის ფასი იყო 2 მანეთი.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სახელმძღვანელოდ იყო მიღებული ქვეყნის შიგნით არსებულ ყველა სასულიერო და საერო სასწავლებელში. სახელმძღვანელოს შეძენა თბილისში შეიძლებოდა მელიქიშვილის სტამბაში, ტერ-მიქელიანცის წიგნების მაღაზიასა და სემინარიის სახლში. „დედა ენა“ იყიდებოდა ქუთაისის და გორის სასულიერო სასწავლებლებშიც. სახელმძღვანელოს ფასი იყო 1 აბაზი.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 20 მაისის „დროებაში“ გამოქვეყნდა მარგარიტა წულუკიძის ლექსი „ჩემს კრიალოსანს“, დაწერილი 1865 წელს.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 11 აგვისტოსთვის თბილისში დანიშნული იყო არჩევნები. ამ არჩევნებზე უნდა აერჩიათ ის პირები, რომლებიც მმართველ/საქალაქო თანამდებობებს დაიკავებდნენ. ორლოვსკიმ ამომრჩევლებს მოუწოდა ზედმიწევნით დაეცვათ ახალი წესდება, რომლის მიხედვითაც თბილისის მაცხოვრებლები 4 უწყებად დაყვეს. ამ ოთხი უწყების წარმომადგენლები ცალ-ცალკე უნდა შეკრებილიყვნენ და ამოერჩიათ ას-ასი კაცი, რომლებიც შემდეგ აირჩევდნენ თანამდებობის პირებს. ორლოვსკიმ გამოთქვა იმედი იმისა, რომ ამორჩეულები სამოქალაქო თანამდებობებზე დანიშნავდნენ პატიოსან, გამოცდილ და საიმედო პირებს.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წლის 19 აგვისტოს სოფელ ივლითის ეკლესიაში მომხდარი ძარცვის შესახებ გაზეთი „დროების“ 18 ნოემბრის ნომერში ინფორმაციას გვაწვდის ვინმე მესხი იოვანე გვარამიძე.