რეგისტრირებული ფაქტები15526
ფილტრი:
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულების მიხედვით, მთელი ქონება, გარდა იმისა, რაც მთავრობის სხვადასხვა დაწესებულებას სჭირდებოდა, 23 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სომხეთის პარლამენტის 4 სექტემბრის სხდომაზე თავმჯდომარე ა. აგარონიანი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელს, გერასიმე თომას ძე მახარაძეს მიესალმა. მან ისაუბრა ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე და 1918 წლის სომხეთ-საქართველოს კონფლიქტის გამო მწუხარება გამოთქვა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი იუსუმბეკოვს აზერბაიჯანულად მიესალმა და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზეიმო მიღებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლემენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ აღნიშნა, რომ მეცნიერების გავლენით თანდათან ირღვევა სარწმუნოებრივი მირაჟი, რომელიც საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილებამ ადგილობრივი პრესის საყურადღებოდ გამოაქვეყნა ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის წერილი, რომელშიც იგი ადგილობრივ პრესაში მის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ იტყობინებოდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ყუბანის სამხარეო მთავრობის თავმჯდომარეს გენერალ-მაიორ ლუკა ლავრენტის ძე ბიჩს ბოდიში მოუხადა, რათა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოემშვიდობა და იმედი გამოთქვა, რომ ის ქართველ ერს არ დაივიწყებდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 16 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გენერალ-ლეიტენანტ ილია ოდიშელიძეზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარემ ნასიმ-ბეკ უსუბეკოვმა, გენერლებთან მეხსანდაროვთან, მატვეი ალექსანდრეს ძე სულკევიჩთან, ალი-აღა ისმაილ აღას ძე შიკლინსკისთან და ვასილ კარგარეთელთან ერთად ნოე ჟორდანიას თანადგომის დეპეშა გამოუგზავნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 27 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრის ნეიტრალური ზონის კომისარი ალექსანდრე ლორთქიფანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ატყობინებდა, რომ 17 სექტემბერს სომხეთის სოფელ დილიხის 300 მცხოვრები თავს დაესხა სოფელ კორინჯს და გაიტაცეს ცხვრის ფარა, კამეჩი, 2 ძროხა და მეცხვარე ავაკ რილინგაროვი.