საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები4261

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1939

ტიპი: ორგანიზაცია

1939 წლიდან სერგი ჭილაია იყო საქართველოს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.

1938

ტიპი: ორგანიზაცია

1938 წელს ანდრო თევზაძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ იგი შედიოდა „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის აღმდგენელ კომისიაში.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს ანასტასია თუმანიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი თავის საპატიო წევრად აირჩია.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ნოე რამიშვილი სტუდენტობის პერიოდში (ტარტუს უნივერსიტეტი) სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ნოე რამიშვილი ლონდონში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის V ყრილობაზე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს გიორგი შატბერაშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ეკუთვნოდა ხალხოსნურ დაჯგუფებას.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იმდროინდელი კრიტიკოსები მას „ტეტიათა მოტრფიალეთა“ იდეოლოგიური პლატფორმის მიმდევრად აღიარებდნენ.

1874

ტიპი: ორგანიზაცია

1874 წელს სოფრომ მგალობლიშვილი გორის საიდუმლო რევოლუციურ წრეში გაწევრიანდა.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წელს კლიმენტი გოგიავა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1933

ტიპი: ორგანიზაცია

1933 წლის ივლისში გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის ზაფხულში მწერალთა კავშირში გალაკტიონმა დააარსა ლიტერატურული წრე, რომელიც ხუთშაბათობით იკრიბებოდა. მის მუშაობას უფრო საუბრების ხასიათი ჰქონდა. წრის წევრები იყვნენ: ნიკო გერგესელი, ილარიონ ქავჟარაძე, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძეს თავის ეპარქიაში 17 ახალი საეკლესიო სკოლის დაარსება ჰქონდა განზრახული. ამ სამრევლო-საეკლესიო სკოლების მუშაობისთვის წელიწადში 5015 მანეთი იყო საჭირო.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ირაკლი აბაშიძე გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში.

1895

ტიპი: ორგანიზაცია

1895 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისა საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს ოლღას ქუჩაზე მდებარე თავად ივანე მაჩაბლის სახლში ვერის საქალაქო სასწავლებელი იყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წელს მიხეილის ქუჩაზე არსებულ ნ. დიდებულიძის პანსიონსა და სასწავლებელში მეორე კლასამდე ასაკის მოსწავლეებს იღებდნენ.

1953

ტიპი: ორგანიზაცია

1953 წელს მარიამ ბარათაშვილი აირჩიეს თბილისის კალინინის სახელობის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოში.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ვარლამ ჟურული გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1874

ტიპი: ორგანიზაცია

1874 წელს გორში ჩამოყალიბდა საიდუმლო რევოლუციური წრე, რომლიც წევრიც იყო სოფრომ მგალობლიშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი საქველმოქმედო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.