საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წლის 26 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციას მისწერა, გადაეხადათ მისთვის სამთვიანი სახელფასო დანაკლისი, 350 მანეთი, რათა ვალები გაესტუმრებინა და ყოფითი პრობლემები მოეგვარებინა.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წლის 26 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციას შეატყობინა, რომ ფედერაციაში მუშაობის ათი წლის მანძილზე დაუგროვდა ბინის ქირის ვალი 400 მანეთის ოდენობით, რის გამოც, სახლიდან გასახლება ემუქრებოდა.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მამა, გიორგი ჯანაშვილი.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმის, გიორგის ცოლი ჭავჭავაძეების ნათლული ყოფილა.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა და სთხოვა, გადაეგზავნა როგორც საკუთარი, ისე პაოლო იაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, ალი არსენიშვილისა და სხვა ქართველ მწერალთა მოგონებები ოვანეს თუმანიანის შესახებ.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა, რომ ოვანეს თუმანიანისადმი მიძღვნილი კრებულის გამოცემის შეფერხება ქართველი მწერლების მიერ შეპირებული მასალების დაგვიანებით იყო გამოწვეული.

1928

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1928 წლის 9 ივნისს ტიციან ტაბიძემ ბართლომე ბიბინეიშვილს მისწერა და სთხოვა, გამოეწერა მისთვის ჰონორარი 25 მანეთის ოდენობით, რომელიც ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატის“ თარგმანისთვის ერგებოდა.

1927

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1927 წლის ოქტომბერში ტიციან ტაბიძემ ნიკოლო მიწიშვილს ქობულეთიდან მისწერა და სთხოვა, ყურადღება მიექცია, რომ მისი წერილი ვაჟა ფშაველას შესახებ უშეცდომოდ დაბეჭდილიყო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის კომუნისტში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პასუხად მენშევიკურ დონ კიხოტებს", რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ მენშევიკები პოლიტიკურ-იდეოლოგიურად გაკოტრდნენ. სწორედ ამ დროს ბათუმში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიჭირა კ.სალუქვაძე, არალეგალურად ჩამოსული ემიგრაციის დავალებით,  მენშევიკური პროპაგანდის მიზნით. მის შესახებ პარიზში ნოე რამიშვილმა თავის ჟურნალში დაწერა: „ბოლშევიკებმა დაატუსაღეს ბრძოლაში გამობრძმედილი ცნობილი სოციალ-დემოკრატი და რევოლუციონერი კ. სალუქვაძე (კოწია)”.  მაგრამ იმ დროისათვის სალუქვაძე უკვე ცნობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და დიდი ბრძოლა გააჩაღა პროლეტარიატის დიქტატურის დასაცავად, რის გამოც რამიშვილმა განაცხადა: „სალუქვაძე ჩაეფლო ღრმა წუმპეში, გატყდა, დაეცა. საერთოდაც, ის არასდროს ყოფილა დიდი რევოლუციონერი", მისი თქმით, პარტიის გაჭირვების ჟამს, ყოველთვის განზე იდგა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა და სთხოვა, კოლაუ ნადირაძის, ალი არსენიშვილის, გოგლა ლეონიძის, გრიგოლ რობაქიძის, ნიკოლო მიწიშვილის და სანდრო ცირეკიძის ამბები შეეტყობინებინა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, კარგი იქნება, თუკი ჩემს ლექსს „ალი არსენიშვილზე“ კოლაუ „ქართულ მწერლობაში“ დაბეჭდავსო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, აქ ახალი ლექსი დავწერე და „მოაგარაკე-იდიოტი“ დავარქვიო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 6 აგვისტოს ილია ერენბურგმა ბათუმიდან ტიციან ტაბიძეს დეპეშა გაუგზავნა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 30 ივლისს ნიკოლო მიწიშვილმა ლეო ქიაჩელს მისწერა, რომ წერილები, რომლებსაც ის უგზავნიდა, ტიციან ტაბიძემ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ გადასცა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და სთხოვა, რაჟდენ გვეტაძისთვის მოკითხვა გადაეცა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და შეატყობინა, რომ ილია ერენბურგი მალე ბორჯომში აპირებდა წასვლას და მის ნახვას იქ შეძლებდა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 7 მაისს სიმონ მდივანმა პარიზიდან ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, რომ გრიგოლ ვეშაპელი კავკასიაში დაბრუნებას ორ თვეში შეძლებდა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 10 მარტს მიხეილ ჯავახიშვილმა სერგო კლდიაშვილს მისწერა, რომ „მნათობის“ წესდების თანახმად, სხვა გაზეთში ან ჟურნალში უკვე გამოქვეყნებული მასალის ხელმეორედ დაბეჭდვა ჰონორარით აღარ ანაზღაურდებოდა.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 28 თებერვალს გრიგოლ ვეშაპელმა ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, პარიზში ქაქუცას „შეფიცულთა“ ჯგუფი სულ უფრო ღიად უპირისპირდება მენშევიკებსო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ გაზეთში გამოსაქვეყნებლად წერილი გაუგზავნა ივანე ღოღობერიძეს, რომელშიც წერდა, განათლების მუშაკთა სახლში გამართულ სერგეი ესენინის ხსოვნის საღამოზე სიტყვით გამოვედი, თუმცა ჩემი სიტყვა გაზეთმა „დროულმა“ სხვას მიაწერაო.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ ივანე ღოღობერიძეს წერილი გაუგზავნა გაზეთში გამოსაქვეყნებლად, რომელშიც წერდა, რომ გაზეთ „დროულში“ ანონიმური ავტორი ითხოვდა მწერალთა ყრილობაზე „ცისფერყანწელები“ იმ საბაბით არ დაეშვათ, თითქოს ისინი საბოტაჟში იყვნენ ჩართულები.