საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 8 ოქტომბერს სოხუმის ოლქის სოფელ აკაფა-კელასურში შეიკრიბა დაახლოებით 39 ადამიანი, მათ შორის იყო კომისარი ქარდავა. მათ იმსჯელეს იმის შესახებ, რომ აუცილებელია სკოლებში საღვთო სჯულის სწავლება.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება ბათუმის მარინეს სახელობის სკოლის მასწავლებელთა ჯამაგირების შესახებ.

1914

ტიპი: განათლება

1914-1916 წლებში შალვა მაღლაკელიძე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მესამე კურსიდან იგი სამხედრო სასწავლებელში წავიდა.

1928

ტიპი: განათლება

1928 წლის პირველ სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ ბორჯომიდან ბახვში გაგზავნილი წერილით მშობლებს შეატყობინა, რომ ერთი გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა, ერთს ორშაბათს აბარებდა და რჩებოდა შედარებით სერიოზული ორი გამოცდა.

1945

ტიპი: განათლება

სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით „ქართული ენა და ლიტერატურა“ დაუმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება მიენიჭა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 25 ივლისს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია კვასო სადათერაშვილის შესახებ განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს სწერს, რომ ის არის ქართველი კათოლიკე, ობოლი, იზრდებოდა სტამბულში. 1917 წელს სხვა ობოლ ქართველ ბავშვებთან ერთად განმათავისუფლებელმა კომიტეტმა ჩაიყვანა ბავარიის მონასტერში, სადაც მათ დახმარება გაუწიეს. 1919 წელს უსახსრობის გამო მონასტერმა ის საელჩოს ჩააბარა. გამსახურდია შუამდგომლობს მას საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ვინაიდან მან იცის ოთხი ენა, არის ძალიან განათლებული ახალგაზრდა, გამონახონ სახსრები მისი გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს ვასილ გიორგის ძე წერეთელმა დაასრულა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1884

ტიპი: განათლება

1884-1887 წლებში ვასილ წერეთელი სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე (ორ წელს) და იურიდიულზე (ერთს წელს).

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის კურსი დაამთავრა.

1918

ტიპი: განათლება

ვასილ ბარბაქაძემ განათლება მიიღო სოფლ მუხუროს სამრევლო სკოლაში.

1909

ტიპი: განათლება

1909-14 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა დაასრულა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და იმავე წელს შევიდა მოსკოვის კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1913

ტიპი: განათლება

1913-1914 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა პარიზში იცხოვრა და ელექტო-ტექნიკური კურსები დაამთავრა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა თბილისის კადეტთა კორპუსში სწავლა დაამთავრა.

1913

ტიპი: განათლება

1913 წლის დასასრულს იოსებ აბაკელია გაემგზავრა ფინეთში სახელმწიფო სანატორიუმ „ხალილაში“, სადაც სპეციალურად შეისწავლა გულმკერდის ავადმყოფობა (უმთავრესად ჭლექი) და სანატორიუმის საქმის სასურველ ნიადაგზე დაყენება.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს იოსებ აბაკელია პროფესორ ტარასევიჩისა და დიოშინის თავდებობით შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე.

1903

ტიპი: განათლება

იოსებ აბაკელიამ პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო (1903 წელს დაამთავრა) და ნოვოროსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე შევიდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 18 მაისს ნაფიცი რწმუნებულის ქალიშვილი, თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ვერა გრიგორის ასული ტაიროვა, მცხოვრები თბილისში, რატიშჩევის ქ. N11, გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მისი სამსახურში დანიშვნის თაობაზე განკარგულების გაცემას სთხოვს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 25 ივლისს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია კონსტანტინე გელაზარიშვილის შესახებ განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორ ვუკოლ ბერიძეს სწერს, რომ ის არის ქართველი კათოლიკე, ობოლი, იზრდებოდა სტამბულში. 1917 წელს სხვა ობოლ ქართველ ბავშვებთან ერთად განმათავისულებელმა კომიტეტმა ჩაიყვანა ბავარიის მონასტერში, სადაც მათ დახმარება გაუწიეს. 1919 წელს უსახსრობის გამო მონასტერმა ის საელჩოს ჩააბარა. გამსახურდია შუამდგომლობს მას საქართველოს განათლების სამინისტროსთან, ვინაიდან მან იცის ოთხი ენა, არის ძალიან განათლებული ახალგაზრდა, გამონახონ სახსრები მისი გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად.

1919

ტიპი: განათლება

ოლივერ უორდროპის შეფასებით, მამუკა ორბელიანი და მისი მეუღლე თითქმის სრულყოფილად და უშეცდომოდ ფლობდნენ ინგლისურ ენას.

1911

ტიპი: განათლება

1911 წელს ქრისტინე შარაშიძემ გაიარა ქართული ენისა და ლიტერატურის შემოკლებული საუნივერსიტეტო კურსი თბილისში, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის კომისიაში, რამაც საშუალო სკოლების უფროსი კლასების ქართული ენის მასწავლებლობის უფლება მიანიჭა.

1904

ტიპი: განათლება

1904 წელს ქრისტინე შარაშიძე მოწაფეთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის ქუთაისის ქალთა გიმნაზიიდან გარიცხეს.