საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2643

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 20 ივნისს სიმონ სიმონის ძე ბერეჟიანი, ბერლინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი, მატერიალურ დახმარებას სთხოვს განათლების სამინისტროს.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 18 ივნისს განათლების მინისტრს დახმარების თხოვნით მიმართეს ბერლინის აგრონომიული ინსტიტუტის სტუდენტმა ილია ანდრიას ძე ლოლუამ და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ ჰალეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა სევერიანე ბუაძემ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 12 მაისს შალვა ალექსანდრეს ძე ჩოჩიამ განათლების სამინისტროს დაფინანსება სთხოვა. მან 1916 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა დონის როსტოვში, პოლონურ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ გაემგზავრა ბერლინში, სადაც უსახსროდ დარჩა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მას დამთავრებული აქვს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის რვა კლასი. 1920 წლის 14 მაისს ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 7 მაისს სოფელ ველევის სკოლის დამეწყვრის გამო რაჭის სამაზრო-საერობო გამგეობის თავმჯდომარე ლობჟანიძე განათლების სამინისტროს ახალი მიწის უფასოდ გადაცემისთვის შუამდგომლობას სთხოვს.

1920

ტიპი: განათლება

ივანე რომანოზის ძე გულბანმა გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტში გააგრძელა.

1920

ტიპი: განათლება

ქუტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის, ნიკანდრი ზაქარის ძე არველაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მან უმაღლესი განათლება მიიღო ქუთაისის საოსტატო სემინარიაში, რისი სათანადო მოწმობაც აქვს N637. ფორმულარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 15 მარტს ალექსანდრე ვლადიმერის ძე ნიჟარაძეს მილანის სასოფოლო-სამეურნეო სამეფო სკოლის სტუდენტს, დაბადებულს ქუთაისში, სჭირდებოდა თანხმობა სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, როგორც უცხოელ სტუდენტს, რათა მილანში გაეგრძელებინა სწავლა.

1920

ტიპი: განათლება

1918 წლის 1-ლი ნოემბრიდან 1920 წლის 26 თებერვლამდე განათლების სამინისტროს მიერ სესხის სახით იქნა გაცემული თანხა უცხოეთში მყოფ შემდეგ სტუდენტებზე: 1. ნიკოლოზ ასათიანი 10400 მარკა, 2. ზაქრო შაიშმელაშვილი 11720 მარკა, 3. მუსხელიშვილი 11200 მარკა, 4. ბიძინა რამიშვილი 9100 მარკა, 5. ქობალავა 9750 მარკა, 6. გ. ვარაზაშვილი 12700 მარკა, 7. ირ. გველესიანი 11450 მარკა, 8. მიხეილ და 9. ლევან ხუნდაძეები 21000 მარკა, 10. ალ. გრიგოლია 1400 მარკა, 11. ს. ფოტიდი 1400 მარკა, 12. ხუნწარია 1800 მარკა, 13. ტატიშვილი 700 მარკა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ ახლად დანიშნულ სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს არ ჰქონდა სამხედრო განათლება და გამოცდილება.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზენინგი იყო ფარმაციის მაგისტრი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პ. ფ. პალატნიკოვის ბუღალტერიის პრაქტიკულ კურსებზე მეცადინეობა დაიწყებოდა 1-ლი თებერვლიდან.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 21 იანვარს ბერლინის კომერციული სასწავლებლის სტუდენტი ნიკოლოზ ჯაფარიძე, ჰანოვერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკის განყოფილების სტუდენტი ალექსანდრე ილიას ძე ნიკურაძე და ბერლინის სატყეო აკადემიის სტუდენტი ვლადიმერ ერმილეს ძე თაყაიშვილი განათლების მინისტრს სთხოვენ მატერიალურ დახმარებას, რათა შეძლონ სწავლის გაგრძელება უცხოეთში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განთლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, უკვე არსებული 5 საოსტატო სემინარია და ერთი სამასწავლებლო სკოლა ახალი ეროვნული პროგრამის სასწავლებლად 150 მასწავლებელს მოამზადებდა, ხოლო 450 მასწავლებელი მომზადებას თელავში, სიღნაღში, გორში, შოროპანში,ზუგდიდში, სენკში, ლეჩხუმში, ბორჩალოში, აფხაზეთში, სამურზაყანოსა და თბილისში გახსნილ სამასწავლებლო კურსებზე გაივლიდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძემ ხელი მოაწერა დეკრეტის პროექტს პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელთა ექვსთვიანი კურსების დაარსებისა და საამისოდ 240 000 მანეთის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად 1921-1922 სასწავლო წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 პირველდაწყებითი სკოლის მეორე განყოფილება უნდა გახსნილიყო. არსებული და მომავალში გახსნილი სკოლებისათვის 600 პედაგოგის მომზადება იყო საჭირო.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლიდან განათლების სამინისტრომ დაიწყო საყოველთაო სავალდებულო სწავლების განხორციელება. ამისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 156 ახალი პირველდაწყებითი სკოლის პირველი განყოფილება გაიხსნა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს ალექსანდრე სარქისის ძე არუთუნიანცი სწავლობდა თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის მე-8 კლასის მე-2 განყოფილებაში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ ივანე ჯინჭარაძე, ლევ პანფილოვი, გიორგი ტაბურჩინსკი, ვლადიმერ სულთანი, გიორგი როსტომიანცი, სერგო ნასიბოვი, ანდრია ოქროპირიძე.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: სერგი მესხი, გიორგი ეგოროვი, თეოდორე ჩერნიკი, მარია მეზურნიანი, სევრიანე მუჯირი, ალექსანდრე მეგრელიძე, ნიკოლოზ პლოტნიკოვი, სერგო ცხომელიძე, სერგო მილოვი, ნადეჟდა ბალუნოვა-კუზმინა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: გიორგი შმიდტი, ალექსანდრე გიორგაძე, აბრაამ ბროკი, ირაკლი ძაგანია, ლეონიდ ბალუევი, გევორქ აზიზიანი, სოლომონ ბენოვიჩი, ალექსანდრე ბახუტოვი, შ. როსტომიანი, ლ. კაიშაური.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: სერგეი ბუშინსკი, იოსებ მჭედლიძე, დავით ლიპარტია, ალექსანდრე ნეიმი, ლუსი სარქისოვი, ალექსანდრე ხვედელიძე, პ. თუმანიანცი, ე. ანდრიანოვა, ტ. სკორინი, ს. ტერ-აკოფიანი.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 1-ლ სექტემბერს თბილისის უმაღლეს საინჟინრო სასწავლებელში ირიცხებოდნენ: ვაზგენ არუსტამიანი, ანდრეი ბიკოვჩენკო, ვლადიმერ კუბლაშვილი, ვიქტორ მიხაილოვი, ისააკ ანშელევიჩი, ნატალია ზასტროვი, ლეონიდ პოლტევი, რუბენ ტაიროვი, ა. პონომარევი, ო. ოსიროვი.