საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3296

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

2000

ტიპი: განათლება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, სოლომონ დოდაშვილი, დანიელ ჭონქაძე, გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე), დიმიტრი ბაქრაძე, ალექსანდრე ცაგარელი, ნიკო ლომოური, იაკობ გოგებაშვილი და ბევრი სხვა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები იყვნენ.

1991

ტიპი: განათლება

1991 წელს გოჩა შათირიშვილი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1987

ტიპი: განათლება

სიმონ ქვარიანმა უმაღლესი აგრონომიული განათლება საფრანგეთში მიიღო. ის საფრანგეთში 1887 წელს გაემგზავრა და სწავლობდა ჯერ ქ. ლიონში, შემდეგ – მონპელიეში, ბოლოს კი – პარიზში.

1979

ტიპი: განათლება

1979 წელს რომანოზ ვასილის ძე ფერაძეს გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1963

ტიპი: განათლება

1963 წელს შოთა ვარლამის ძე ძიძიგურს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1959

ტიპი: განათლება

1959 წლის 16 სექტემბერს ვამეხ მაღლაკელიძე მიუნხენში მდებარე ტრაუნშტეინის გიმნაზიაში სწავლობდა.

1958

ტიპი: განათლება

1958 წელს ვამეხ მაღლაკელიძე სასწავლებლად რუპოლდინგიდან ტრაუნშტეინში დადიოდა.

1958

ტიპი: განათლება

1958 წელს აკაკი ნესტორის ძე სურგულაძემ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო.

1957

ტიპი: განათლება

1957 წლის მწერლის პირად ბარათში დუტუ მეგრელი აღნიშნავდა, რომ მას ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება.

1957

ტიპი: განათლება

1957 წელს დუტუ მეგრელი პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ფლობდა რუსულ ენას.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე. მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათიდან ირკვევა, რომ ქართულის გარდა იგი ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს თედო სახოკია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს თედო სახოკია პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ მან უმაღლესი განათლება პარიზის საანთროპოლოგო სკოლაში მიიღო.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათიდან ირკვევა, რომ ივანე მაჭავარიანს ჰქონდა უმაღლესი განათლება.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, არტემ ახნაზაროვი ფლობდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ ჰქონდა სამეცნიერო ხარისხი თუ წოდება.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი ფლობდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს.

1951

ტიპი: განათლება

1951 წელს ივანე შაიშმელაშვილმა დაამთავრა მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია რუსეთში.

1945

ტიპი: განათლება

სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით „ქართული ენა და ლიტერატურა“ დაუმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება მიენიჭა.

1945

ტიპი: განათლება

1945 წელს მარიამ ბარათაშვილმა დაამთავრა თბილისის სტალინის სახელობის უნივერსიტეტის დაუსწრებელ პედსექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1941

ტიპი: განათლება

1941-1942 წლებში ალექნადრე სანგულია იყო ბაქოს სამხედრო სკოლის კურსანტი.

1940

ტიპი: განათლება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში ქუთაისში მიღებული დაწყებითი განათლების შესახებ წერდა.

1940

ტიპი: განათლება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ სასწავლებლად ჟენევაში, ბეისტის სკოლაში, მიაბარეს.

1940

ტიპი: განათლება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძემ ავტობიოგრაფიაში აღნიშნა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, რომელმაც საშუალო განათლება ევროპაში მიიღო.

1938

ტიპი: განათლება

1938 წელს ორდე დგებუაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.