საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1393

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაქოში თავისი წარმომადგენელი იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ შემდეგ ინფორმაციას აწვდის: პეტრე პავლეს ძე ანდრეევსკი ფოსტა-ტელეგრაფის სამმართველოში მუშაობს; ვიქტორ ალექსის ძე შალიბაშვილი დაპატიმრებულა იყო განჯაში, (მისი განთავისუფლების შესახებ აღძრული იყო შუამდგომლობა); მიხეილ ხარანოვი განთავისუფლებულია და თბილისში მალე გამოემგზავრებოდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 15 ივლისს ლადო მესხიშვილი არტისტული საზოგადოების თეატრში პირველად წარმოდგენა „ინსტინქტში“ მონაწილეობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 25 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ დაიკარგა ჯარისკაცი ბარნაბა დათას ძე გვახარია, რომელიც მოქმედ ლაშქარში – კავკასიის მე-18 მსროლელთა პოლკში მსახურობდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი არ იყო დაოჯახებული. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი სამსახურში ხარისხებით არ დაუჯილდოვებიათ. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი არ სარგებლობდა შვებულებით. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მას არ ჰქონდა მისჯილი სასჯელი და არც დაკისრებული ჯარიმა, რომლითაც იზღუდება უპირატესობა სამსახურში. ასევე სასამართლო განაჩენით არ ყოფილა ეჭვქვეშდაყენებული დანაშაულისათვის, რომელიც ზღუდავს სამსახურს. ნამსახურებითი სიის პირის ნამდვილისაგან სისწორით გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ამოწმებს ქუთ. გუმ. 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი არ იყო მტრის წინააღმდეგ ომში გაწვეული და არც ერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნოე ცინცაძე პარიზში მაწონს ამზადებდა და დღეში დაახლოებით 2000 ქილას ყიდდა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი სასულიერო წოდების იყო. მის მშობლებს ჰქონდათ ქონება, თავად კი არაფერი შეუძენია. არ იყო დაოჯახებული და არც მამაპაპისეული ქონება ჰქონდა. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სისწორით გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ იგი, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი რკინის გზის სასწავლებლის მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 3 აპრილს. მონათლულია 23 აპრილს მართლმადიდებლურად. წლიური ჯამაგირი წლიური დამატებების გარეშე აქვს 3060 მანეთი.

1932

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1932 წლის 27 ივნისს ბიბი ქარცივაძეს საშა მაჭავარიანმა გაუკეთა ბრმანაწლავის ოპერაცია, რომელსაც დაესწრო ბიბის ბიძა – შალვა შარაშიძე.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გოგი ქარცივაძე სწავლობდა სააღმშენებლო ინსტიტუში საკონსტრუქციორო დარგზე, სადაც გადაიყვანეს გიგული წულუკიძის დახმარებით.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სახალხო განათლების სამინისტროს საერთო საქმეთა მდივანი, მაქსიმე დავითის ძე ბერძენიშვილი მეცხრე სამილიციო უბანში, ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობდა.

1951

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრეტა მაღლაკელიძე გაიოზ მაღლაკელიძის მეუღლე და ვამეხ მაღლაკელიძის დედა იყო. წარმოშობით ის გერმანელი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 29 სექტემბერს პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სახალხო განათლების სამინისტროს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიათა გამიჯვნის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ერევანში დესპანებთან ერთად გამგზავრების თაობაზე სწერდა.

1874

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი ჩხენკელი დაიბადა 1874 წლის 19 მაისს სოფელ ოქუმში (სამურზაყანო).

1890

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე ბერეკაშვილს, ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის საქმისმწარმოებელს, ჰყავდა მეუღლე – სუსანა ძოწენიძე, შვილები: ნინა, იულია, აგრაფინა, ანდრია და ვერა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი ქსენია ექვთიმეს ასული ბეჟანიშვილი დაიბადა 1889 წლის 3 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი. მისი წლიური ხელფასი შეადგენდა 8 340 მანეთს.

1922

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1922 წელს ვალერიან სიდამონ-ერისთავი თეატრის დეკორაციებზე მუშაობდა.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 13 ივნისს სოფ. ბოძგირეთში (შავშეთი) შეიჭრა „სედაი მილეთის“ მეთაური ხიძით-ბეგი ფაყვაძე (ფაღავა) შეიარაღებულთა თანხლებით, გაიგეს, რომ ადგ. შეძლებული გლეხი ყედემ აღა საიდ აღისშვილი (აღანიძე) მათი მომხრე არ არის და ორი ვაჟი დაუპატიმრეს, რომლებმაც უარი თქვეს „სედაი მილეთის“ ფრონტზე წასვლაზე და გამოსასყიდი მოითხოვეს. სოფელმა 30 ოქროთი გამოისყიდა დაჭერილები. აღანიძე ართვინიდან ბათუმში გაიქცა, რადგან ტყვედ წაყვანას უპირებდნენ და ზარალისთვის ყაჩაღების დასჯას ითხოვს.