საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1393

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1894

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე რევაზის ძე ბახუტაშვილი დაიბადა 1894 წელს თელავის მაზრის სოფელ კისისხევში.

1893

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე დაიბადა 1893 წლის 15 სექტემბერს. ის იყო მართლმადიდებელი და თვიური ჯამაგირი ჰქონდა 3500 მანეთი.

1893

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე, გლეხი, დაიბადა 1893 წლის მაისში ქუთაისის გუბერნიაში, სამტრედიის მაზრის სოფ. სამტრედიაში.

1892

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა დაიბადა 1892 წლის ივნისში.

1892

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი დაიბადა 1892 წელს ბორჩალოს მაზრაში.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1891 წლის ივლისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან ერთად მოსკოვში იმყოფებოდა და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიულ კლინიკაში პროფესორ გრიგოლ ზახარინთან მკურნალობდა.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პედაგოგი დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი დაიბადა 1891 წლის 3 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი და წლიური ჯამაგირი ჰქონდა 6458 რუბლი.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი, თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელი, დაიბადა 1891 წლის 4 მაისს. მართლმადიდებელი.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი დაიბადა 1891 წლის ნოემბერში.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშილი დაიბადა 1891 წელს თბილისში.

1890

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე ბერეკაშვილს, ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის საქმისმწარმოებელს, ჰყავდა მეუღლე – სუსანა ძოწენიძე, შვილები: ნინა, იულია, აგრაფინა, ანდრია და ვერა.

1890

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1890 წლის 3 ივლისს დაიბადა კომპოზიტორი ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძე.

1890

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1890-იან წლებში ალექსანდრე ყაზბეგს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

1890

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1890 წელს მელიტონ ბალანჩივაძე რუსეთში წავიდა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი დაიბადა 1889 წლის 1-ლ ნოემბერს სოფელ ჭილაში (ზემო იმერეთში).

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 4 მაისს კავკავში მიმავალმა მამა ლეონიდმა ღამე მლეთის სამრევლო სკოლის დარბაზში გაათენა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 28 მარტს სასტუმრო „ბერლინში“ ჯარისკაცმა სვიმონ ფომიჩევმა თავის მოკვლა სცადა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 27 მარტს იულია ალექსანდრეს ასულმა ივანოვისამ დარიშხანით თავი მოიწამლა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 27 მარტს პოდპოლკოვნიკმა თეოდორ თეოდორის ძე ლიპინსკიმ თავი მოიკლა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 22 მარტს ანტონინა სიტკოვსკაიამ თავის მოკვლა სცადა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1 თებერვალს თბილისის მოქალაქე ბაგრატ ტერ-მოსესოვი დაიკარგა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 7 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე სმირნოვისამ ფოსფორის სითხით თავი მოიწამლა.