საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1389

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1804

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1804 წელს პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი ინფანტერიის გენერალი იყო.

1678

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1678 წელს რუსი მჭედლის, ნიკიტა დემიდოვის ვაჟი, აკინფი, დაიბადა. მან მამის საქმიანობა განაგრძო. მამა-შვილმა დემიდოვებმა დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთში მადნეულობის მრეწველობის განვითარებაში.

1656

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1656 წელს რუსეთში მჭედელი ნიკიტა დემიდოვი დაიბადა.

1018

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ზინაიდა მიხეილის ასულ იშხანოვას ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.

1018

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ოლგა ნიკოლაის ასულ ბლუმს ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი მიხეილის ძე ჭკადუას ყელზე მარჯვენა მხარეს ჰქონდა ჭრილობა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კაპიტანი სერგო კარგარეთელი იყო მცოდნე არტილერისტი და მთალი I მსოფლიო ომი დასავლეთის ფრონტზე გაატარა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიგზავნით მოწმობას . ს. პეტერბურგის უნივერსიტეტისგან მოცემულს N1779 ამასთანავე გთხოვთ ხვედრი ფული გამომიგზავნოთ პატივისცემით მალაქია გობეჯიშვილი

ტიპი: პირადი ინფორმაცია

15/2/18 ძმაო ვარლამ! დიდი ხანია არ მომიწერია შენთვის, ამის მიზეზია ჯერ ერთი პეტროგრადისგან დაშორება და მეორე მრივ ის დრო რომლის მოწამენი ვართ ორივენი. მე ეხლა სოფელში (ჩვენს ღებში) ვარ დროებით მასწავლებლათ და შეძლების და გვარათ მასწავლებლობ. პეტროგრადიდან ივლისში დავბრუნდი, ჩამოვიარე თბილისში, მაგრამ ვერ გნახე მგონი სოფლად იყავი. უნივერსიტეტი გავათავე, დამრჩა მხოლოდ სახელმწიფო ეგზამენები, მინდოდა ამ გასულ შემადგენლობაში სრულიად გამოვთხოვებოდი პეტერბურგს ე.ი რაც დამრჩა ისიცა ჩამებარებინა, მაგრამ წყალობითა ბოლშევიკებისათა დავრჩი ღებისა დაბასა შინა ….

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გოგი ქარცივაძე სწავლობდა სააღმშენებლო ინსტიტუში საკონსტრუქციორო დარგზე, სადაც გადაიყვანეს გიგული წულუკიძის დახმარებით.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნოე ცინცაძე პარიზში მაწონს ამზადებდა და დღეში დაახლოებით 2000 ქილას ყიდდა.

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.