საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1389

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 2 ივნისს დაკავებულ აკაკი ადამიას ჰყავდა: მამა, ევგენი – 58 წლის, მეპურე; დედა – 55 წლის, დიასახლისი; და, მარია – 27 წლის; ძმები: უფროსი – 35 წლის, ვაჭარი; გრიგოლი – 23 წლის, სტუდენტი; შალვა – 18 წლის, სტუდენტი; ვალერი – 16 წლის, სტუდენტი; მცხოვრებნი ახალსენაკის რაიონის სოფელ ეკში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილს მარცხენა ლოყაზე ჰქონდა ჭრილობა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 25 მაისს დაკავებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, მას ჰყავდა მშობლები: მიწის მუშა მამა და დიასახლისი დედა, ცხოვრობდნენ დიდ ჯიხაიშში; მეუღლე − მაკრინე მერაბის ასული, 58 (60) წლის, დავრდომილი; შვილები − ევა, 26 წლის, ოჯახში მომუშავე; სონია (ქსენია), 19 წლის; ძმები − ნოე, 25 წლის, მიწის მუშა; გიორგი, მენშევიკი, რომელიც ასევე დაიჭირეს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 24 აპრილს დაკავებული მიხეილ თამშუკის ძე ანჩაბაძე ცხოვრობდა გუდაუთის რაიონში, სოფელ აჩანდარში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძე ცხოვრობდა თელავში, სოფელ საბუეში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 2 თებერვალს დაკავებული ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე ცხოვრობდა თელავში, აბანოს ქუჩა N9-ში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 5 იანვარს დაკავებულ იოსებ თევდორეს ძე გეგელიას ხელზე ჰქონდა ნიშანი – ნაჭრილობევი.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 1-ელი იანვრის „კომუნისტში“ გამოქვეყნდა არჩილ რუხაძის ცნობა, რომ ილარიონ გიორგაძე სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ხარაგაულში, რკინიგზაზე, სამუშაოდ წასვლას აპირებდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაპატიმრებული არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, შრომის ქუჩა N83-ში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაპატიმრებული ამბროსი გაჩეჩილაძის ძმა, ირაკლი გაჩეჩილაძე ცხოვრობდა თბილისში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაკავებულ ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილს ჰყავდა მეუღლე, ოლღა გიორგის ასული სულიაშვილი – 27 წლის, დიასახლისი; შვილი, სოკრატე ანდრიას ძე – 1 წლის და 4 თვის.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს, ჯარიდან წასვლის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი არალეგალურად ცხოვრობდა თელავის, სიღნაღისა და დუშეთის მაზრებში და ორგანიზაციების ჩამოყალიბებას ცდილობდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე ცხოვრობდა თბილისში, მესანგრეთა (საპიორების) ქუჩის N27-ში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაკავებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილის მეუღლე ოლღა სულიაშვილი ცხოვრობდა თბილისში, გოგოლის ქუჩა N48-ში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაპატიმრებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი ცხოვრობდა მიხეილის (პლეხანოვის) პროსპექტზე.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაკავებული ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა ცხოვრობდა თბილისში, ოლგინსკაიას (ოლღას) ქუჩა N47, ბინა 8-ში.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 27 ივლისს დაიბადა კომპოზიტორი ოთარ ვასილის ძე თაქთაქიშვილი.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს ლელო ჩიქოვანი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს გიორგი ყიფიანი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს შალვა ნესტორის ძე ბერიშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს რაფიელ ერისთავი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სარდიონ მენაღარიშვილი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს შალვა ალექსანდრეს ძე ნებიერიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.