საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 136

ფაქტი 136

12-დან 16 სექტემბრამდე ფრუნზეს სახელობის ქართული მსროლელი დივიზიის მეორე შეერთებულმა ათასეულმა უაღრესად რთულ პირობებში, სრული აღჭურვილობით დალაშქრა ყაზბეგის მწვერვალი და მასზე აღმართა ამხ. სტალინის ბიუსტი. სრულიად საქართველოს ცაკ-მა და საქ. სსრ სახკომსაბჭომ დაადგინა: 1. გამოეცხადოს მადლობა ათასეულის მთელ შემადგენლობას 2. მწვერვალის დაძლევის ის მონაწილეები, რომელთაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი, დააჯილდოვეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სიგელითა და ფულადი პრემიით.

წელი:
1935
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
კომუნისტი, 1935 | 5 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 136; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .