რეგისტრირებული ფაქტები88112
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის მეთვალყურე იყო გრიგოლ ივანეს ძე გეგენავა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის გამგე იასონ ბართაიამ წერილობით შეატყობინა სენაკის გამგეობას, რომ უმთავრესი მიზეზი ბიბლიოთეკის მშენებლობის შეფერხებისა ლეხაინდრავოსა და ნაჯავახოს შორის კინკლაობა გახდა, თუ რომელი მათგანის ტერიტორიაზე აიგებოდა ბიბლიოთეკისთვის შენობა. ი. ბართაიას აზრით, უკეთესი იქნებოდა თუ შენობას ნაჯახავოს ტერიტორიაზე ააშენებდნენ, რადგან ის ითვლებოდა ორივე სოფლის ცენტრად.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ბეჟან დავითის ძე წერეთელი საჩხერეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო.
1927
ტიპი: თანამდებობა
1927 წელს სამსონ მამულია იყო აბჰესის (აბაშის ჰიდროელექტროსადგურის) სააღმშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოს გაუგზავნა თხოვნა, რომელიც ეხებოდა თელაველებისთვის 5 600 მანეთის გადაცემას ყვარელში ილია ჭავჭავაძის მამულის შესაკეთებლად. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ და მდივანმა გიორგი გამზარდიამ მთავარ გამგეობას მიმართეს, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი სახსრები დაებეჭდათ სენაკის განყოფილების ანგარიშები და ისე გადაეცათ საზოგადოების ყველა წევრისთვის, ამიტომ მთავარ გამგეობას სთხოვდნენ, ჟურნალ „განათლების“ უახლოეს ნომერში დაებეჭდათ ეს ანგარიშები, რათა საზოგადოების წევრები საზოგადო კრებამდე გასცნობოდნენ მათ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა: 1) 1916 წლის მოქმედების ანგარიში, 2) 1916 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, 3) ჯიხურის ანგარიში, 4) 1917 წლის სავარაუდო შემოსავალ-გასავლის ანგარიში და 5) ანგარიშები მის დაქვემდებარებაში მყოფი ბიბლიოთეკებისა. ხელს აწერს თავმჯდომარე ოლღა ხოფერია.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკის გამგემ ბესარიონ ნადარეიშვილმა სენაკის გამგეობას გაუგზავნა ბიბლიოთეკის წლიური ანგარიში და ასევე ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ბიბლიოთეკა საჭიროებდა მათ ყურადღებასა და შემწეობას.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ფ. ბჟალავა, პარასკევა ჭანტურია, ვლადიმერ ჩიხლაძე, ანდრო ნადარეიშვილი და ბესარიონ ნადარეიშვილი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინა, რომ 16 აპრილს გამართული კრების შედეგად დაარსეს სხვადასხვა საქმეთა წარმოებისთვის სამი სექცია: 1) სასკოლო და სახალხო კითხვების მომწერნი, 2) წიგნის მაღაზიის საქმის მომწყობი, 3) ბიბლიოთეკის საქმის მწარმოებელი. ამისათვის მთავარ გამგეობას სთხოვენ გამოუგზავნონ სახელმძღვანელოდ რვეული ყველა მათთან არსებული სექციათა ინსტრუქციებისა. წერილს ხელს აწერს მდივანი გიორგი გამზარდია.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას მათივე წევრები ფართხუშა გეგენავა და ფეოდოს გეგენავა წერილობით ატყობინებენ, რომ გეჯეთის ბიბლიოთეკისთვის ესაჭიროებოდათ ქართული სამეურნეო წიგნები და ასევე ხალხური წიგნები. ამასთანავე აწვდიან ცნობებს ბიბლიოთეკის შენობასთან დაკავშირებით.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 25 მარტს სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი იმყოფებოდა ოზურგეთის გამოსასწორებელ სახლში ბანდიტების ხელშეწყობის ბრალდებით, ირიცხებოდა ოზურგეთის პოლიტბიუროში.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს შოთა მიხეილის ასული სიხარულიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს თამარ მიხეილის ასული სიხარულიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს ამცნო, რომ 1911 წლის 13 ივნისს თბილისის თავადაზნაურობამ საგანგებო კრებაზე ერთხმად გადაწყვიტა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შეძენა და მისი თელავის განყოფილებისთვის გადაცემა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

