რეგისტრირებული ფაქტები91193
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავის საზოგადო კლუბში გამართული თავად-აზნაურთა კრების თავმჯდომარე იყო ზაქარია იასეს ძე ანდრონიკაშვილი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავის თავად-აზნაურთა კრებას თელავის მაზრის უფროსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დაესწრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავად-აზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ კახური ღვინის სახელი უკვე განთქმული იყო როგორც რუსეთში, ისე ევროპაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავადაზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ თელავისა და სიღნაღის მაზრების თავადაზნაურობას მიზნად უნდა დაესახა კახური ღვინის ფასის გაზრდა და საზღვარგარეთ გატანა გასაყიდად.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავში გამართულ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილეს ზაქარია იასეს ძე ანდრონიკაშვილის მოსაზრება თელავსა და სიღნაღში საზოგადოების დაარსების შესახებ, რომლის მიზანიც კახური ღვინის რეალიზაცია უნდა ყოფილიყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავად-აზნაურთა კრებას თელავის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი ილია ჯორჯაძე დაესწრო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე კ. გოცირიძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ქართული წიგნების ბეჭდვის ახლად დაარსებულ ამხანაგობის კრებაზე კოტე ბაქრაძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე სილოვან ხუნდაძე სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს ალექსანდრე ნანეიშვილი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 18 იანვარს გიორგი ზდანოვიჩი ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის წევრი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 19 იანვარს სენაკში სცენისმოყვარეებმა გიორგი ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია „ძალად ექიმი“ და რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გახუმრება“ წარმოადგინეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 20 იანვარს ქუთაისში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე დ. ა. თუმანოვმა მოხსენება წაიკითხა ფოთში ელევატორის გამართვის შესახებ, რაც, მომხსენებლის აზრით, ხელს შეუწყობდა ქუთაისის გუბერნიაში მესიმინდეობის განვითარებას.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 20 იანვარს ქუთაისის გუბერნატორი მიხეილ შალიკოვი ქუთაისის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 22 იანვარს ლაბორატორიის ქუჩაზე მარიამ ჭილაშვილის სახლს ცეცხლი წაეკიდა, რომელიც ცეცხლისმქრობელმა რაზმმა ჩააქრო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 22 იანვარს სოფელ გაბრიეთის მცხოვრებმა ბაგრატ სამადაშვილმა არსენალის აღმართში ცულით დაჭრა თავსა და მარცხენა მხარში სოფელ ბარის მცხოვრები საბედო ფოჩხიძე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1892
ტიპი: გარდაცვალება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის მახლობლად თბილისის მცხოვრებ მიხეილ კერაშვილის დასახიჩრებული გვამი იპოვეს, რომელიც, როგორც პოლიციამ დაადგინა, 11 იანვარს ფეხით წავიდა წყნეთში, ბილიკზე ფეხი დაუსხლტა და ხევში გადაიჩეხა.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით კაპიტანი ყარანგოზოვი დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის კავკასიის მსროლელთა მე-2 რაზმში გადაიყვანეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიგაურმა სკოლის სასარგებლოდ, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა გაეხსნა სტეფანწმინდაში, მანეთი და 20 კაპიკი გაიღო.

