რეგისტრირებული ფაქტები91193
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით პოდპორუჩიკი თავდგირიძე გადაიყვანეს დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის, კავკასიის მსროლელთა მე-4 რაზმში.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით პოდპორუჩიკი შავერდოვი გადაიყვანეს დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის, კავკასიის მსროლელთა მე-3 რაზმში.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მთავრობის 9 იანვრის განკარგულებით პოდპოლკოვნიკი აბელოვი გადაიყვანეს დიდი მთავრის, გიორგი მიხეილის ძის, კავკასიის მსროლელთა პირველ რაზმში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან გედევანოვის ბენეფისი დივერტისმენტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი და ვასო აბაშიძე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან გედევანოვის ბენეფისი დივერტისმენტით დასრულდა, რომელშიც ალექსი-მესხიშვილმა შესანიშნავად იმღერა რუსულად „შეშლილია“.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ თედო სახოკიასა და ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული პიესა „აირია მონასტერი“ უარყოფითად არის შეფასებული გაჭიანურებული მოქმედებისა და გაუმართავი სტილის გამო.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძეს ზვარი ჰქონდა თელავის მაზრის სოფელ ყვარელში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის გამსესხებელი სალაროს დირექტორმა ყაზარიანცმა თბილისის გამგეობას ანგარიში წარუდგინა 1891 წლის განმავლობაში სალაროს საქმიანობის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე ქუთაისში ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა დაარსების შესახებ წერდა.
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის" (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა 120 წევრზე მეტს აერთიანებდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გუგუა ზაგაშვილმა 60 კაპიკი შესწირა სკოლისთვის, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტეფანწმინდაში უნდა გაეხსნა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე აქვეყნებდა სახელმწიფო ბანკის თბილისის განყოფილების უწყებას, რომ 24 იანვარს ბანკის შენობაში საქველმოქმედო ლატარიის ბილეთები გაიყიდებოდა რუსეთში 1891 წლის მოუსავლიანობის გამო მოშიმშილე მოსახლეობის სასარგებლოდ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე იუწყებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით ელექტრონით განათების მსურველ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ნებართვა ადგილობრივი სატექნიკო დაწესებულებისგან უნდა აეღოთ.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა 18 იანვარს ქუთაისის ახლად შექმნილი ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე მიღებული დადგენილების შესახებ. შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობა კონკურენციას არ გაუწევდა თბილისში არსებულ საზოგადოებას და ხელს შეუწყობდა მისი დაბეჭდილი წიგნების რეალიზაციას.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 25 იანვრის „ივერიის" ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილს ზვარი ჰქონდა სოფელ რუისპირში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეორე გილდიის ვაჭარმა გიორგი სიხარულიძემ და მისმა შვილმა იორდანე სიხარულიძემ ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიას 80 მანეთი შესწირეს და აღუთქვეს, რომ ეკლესიის შენობის განახლებაშიც შეიტანდნენ წვლილს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგნატე ჭინჭარაძე ნაბეღლავის წმინდა გიორგის ეკლესიის მზრუნველი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 29 იანვარს ვალერიან გუნიას საბენეფისოდ წარმოდგენილ მის ვოდევილში „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიან!“ მონაწილეობდნენ ვლადიმერ ალექსიევ-მესხიევი, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი კანდელაკი, კონსტანტინე შათირიშვილი, კიკნაძე, ანდრია ადამიძე, მათე იანქოშვილი და ვალერიან გუნია.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ჩიკოიძემ და ნ. ასათიანმა თითო მანეთი გაიღეს ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.

