რეგისტრირებული ფაქტები80991
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქეთევან ესტატეს ასულმა ვახვახოვისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 26. 37 მანეთი აღმოჩნდა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, ბარნაბ დიმიტრის ძე ლაბარტყავა, პოლიხრონ ივანეს ძე მავროპულო, იულონ ექვთიმეს ძე მეგრელიშვილი, ბეგლარ ბიჭიას ძე მიქაძე, გრიგოლ ანდრიას ძე მიქაძე, ნინო გიორგის ასული მიქელაძისა, მაქსიმე ჯარუას ძე მისაბიშვილი, სევერიან ივანეს ძე მუსერიძე და ბესარიონ გრიგოლის ძე მხეიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: ბარდღა კონტრიას ძე მხეიძე, ბართლომე ბესარიონის ძე ნადარეიშვილი, დავით დიმიტრის ძე ჟვანია, ოლღა სალაყაია, აგრაფინა საბას ასული სანიკიძე, ზინაიდა ივანეს ასული სანოვი, იონა ფილიპეს ძე სირია, სილიბისტრო ლუკას ძე ტყაბლაძე, ფეოდოსია დარისმანის ასული ტუღუში და გიორგი სოლომონის ძე ფაჩულია.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: ივანე ფარცვანია, დავით აბრამის ძე ფრენკელი, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, ნინო ისმაილის ასული ქაჯაია, სილოვან ანტონის ძე ქუთათელაძე, რაფაელ ლუარსაბის ძე შარაშენიძე, გიგო სიმონის ძე შარაშიძე, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონია, აქვსენტი პავლეს ძე შონია და ესტატე ბესარიონის ძე შუშანია.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: ერმილე პეტრეს ძე ჩეჩელაშვილი, ქრისტეფორე ბეგლარის ძე ჩეჩელაშვილი, ივლიტა ნესტორის ასული ჩიჩუასი, გიორგი კონსტანტინეს ძე ჩიჩუა, ფილიპე ალექსის ძე ჩოჩია, არსენ ანდრიას ძე ცხაკაია, გიორგი ცხაკაია, დიმიტრი მიხეილის ძე ცომაია, ევგენია ნიკოლოზის ასული ძუბენკოსა და გრიგოლ პავლეს ძე ძიძიგური.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: იულონ ერასტის ძე ჭკადუა, ალექსი პეტრეს ძე ჭანტურია, ელისაბედ გრიგოლის ასული ჭანტურია, ევგენი ალექსის ძე ჭითავა, ვლადიმერ პლატონის ძე ჭანტურია, ივანე ალექსის ძე ხაზალია, ნიკოლოზ ვასილის ძე ხეცურიანი, ოქროპირ ჯარუას ძე ხვიჩია, თემურ ბეგ ხიმშიაშვილი და ალექს ხორავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, ივლიანე გაბრიელის ძე ხოფერია, კირილე იესეს ძე ჯავახია, გიორგი ექვთიმეს ძე ჯიბლაძე, ანდრია კონსტანტინეს ძე ჯიქია და პლატონ კონსტანტინეს ძე ჯიქია.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრებმა: პეტრე ბერულავამ, ესტატე ეგნატეს ძე ბუსკაძემ, რაჟდენ გიორგის ძე ბუსკაძემ, აკაკი ალექსის ძე გაგუამ, კლავდია ლუარსაბის ასულმა გაბუნიამ, მილტიადი გიორგის ასულმა გაბუნიამ, ელენე ლუკას ასულმა გოგოლაშვილმა, ელენე სიმონის ასულმა გეგენავამ, დიონისე მაქსიმეს ძე გოგინავამ და ნიკო ნიკოლოზის ძე გოლუბევმა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ბარბალე ავალიანმა, დავით იესეს ძე ანჯაფარიძემ, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძემ, ვლადიმერ თომას ძე არჩაიამ, ალექსანდრე ადამიამ, ბაბილინა ბესარიონის ასულმა ახალაიამ, არონ ელოს ძე აჯიაშვილმა, დავით იაკობის ძე აჯიაშვილმა, აკაკი ბესარიონის ძე ბოკუჩავამ და ივანე იოსების ძე ბოკუჩავამ.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ალოიზ შიხინაშვილმა აბასთუმანში წარმოდგენა გამართა და საზოგადოებას გადასცა მისი შემოსავალი – 169. 05 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის ჩატარებული 19 სხდომიდან თავმჯდომარე მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე და თეოფილე ალმასხანის ძე გოგიბერიძე 5-ს არ დასწრებიან, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე კოსტას ძე ოსილოვი – 10-ს, მოლარე კოსტა საველის ძე კვარაცხელია, ივანე მენაბდე და ამბაკო იესეს ძე სულუხია – 4-ს, არსენ ალექსის ძე ნაცვალაძე – 3-ს, იასონ სალუქვაძე – 6-ს, ალექსანდრე ივანეს ძე ბიბილეიშვილი – 7-ს, კოსტა გვაზავა – 14-ს, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი ყველა სხდომას დაესწრო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ დაარსების დღიდან 1915 წლის პირველ იანვრამდე საზოგადოების საერთო ბალანსი 394 089.98 მანეთს შეადგენდა, 1918 წლის პირველ იანვარს — 560 543.82-ს, იმავე წლის ნოემბერში კი თანხა 264 194.62 მანეთით გაიზარდა. ჯამში საზოგადოების ქონების ღირებულება 1 500 000-ს აღემატებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრთა მთავარი საზრუნავი ბეჭდვითი საქმიანობისა და წიგნებით ვაჭრობის გაფართოება უნდა ყოფილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1916 წელს საზოგადოების მთლიანი შემოსავალი 57.803.67 მანეთი იყო, გასავალი კი — 52.607.52 მანეთი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელo საზოგადოება ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან ნიკოლოზ დავითაშვილს 100 მანეთით დაეხმარა, მარიამ გუთიკაშვილს – 30, ვალენტინა წილოსანს კი – 70 მანეთით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) გიორგი ყაზბეგმა განაცხადა, რომ 1917 წელს საზოგადოების მთლიანი შემოსავალი 90.530.64 მანეთი იყო, გასავალი კი — 60.048.20 მანეთი. 1918 წელს საზოგადოებას 560.548.82 მანეთი ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართველ მოღვაწეთა პანთეონისთვის 10000 მანეთი გასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ წიგნსაცავისთვის გაზეთებისა და ნივთების შესაძენად 27629. 50 მანეთი გასცა, წიგნსაცავის გამგისთვის – 69600, თანაშემწისთვის – 63180, მსახურისთვის – 9400 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მაღაზიისა და საწყობის ქირისთვის 26258 მანეთი გასცა, მაღაზიის გათბობის, განათებისა და სხვა ხარჯებისთვის კი – 250847. 87 მან.