საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80985

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სასტიპენდიო ფონდიდან 30 მანეთით დაეხმარა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 1-ლ იანვრამდე იოსებ ავალიშვილმა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიიდან 1050 მანეთი მიიღო, შალვა ამირაჯიბმა – 175, ალექსანდრე დგებუაძემ – 1055, პავლე დადვაძემ – 1048. 85, შალვა ელიავამ – 450, ნიკიფორე იმნაიშვილმა – 1200, ვარლამ იმნაძემ – 1375, ვასილ მდივანმა კი – 1025 მანეთი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრების მოხსენების მიხედვით, მათ სკოლების ბიბლიოთეკებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები არ ჰყოფნიდათ. გამომცემლების გულმოდგინე შრომის მიუხედავად მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა. მოხსენებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე დაადგინეს, რომ სარევიზიო კომისიის კანდიდატებად გიორგი ბახტაძე და პორფირე სამსონის ძე წირქვაძე აერჩიათ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებაზე განიხილეს 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა და დაადგინეს, რომ პედაგოგებისა და მოსამსახურე პირებისთვის ხელფასი გაეზარდათ. დადგენილებას ხელს აწერს თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრებას ესწრებოდა საზოგადოების საპატიო წევრი ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საგანგებო კრება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრება გადაიდო, რადგან მხოლოდ ცხრა რწმუნებული გამოცხადდა. მათი სიმცირე იმავე დღეს ჩატარებულმა ქალაქის არჩევნებმა განაპირობა. რწმუნებულები არჩევნებში აქტიურად მონაწილეობდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ოლღა ბეჟანიშვილს, რომელიც გამგეობის მინდობილობით თარგმნიდა წიგნს „ასი ამბავი“, მისცეს 30 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ივანე მაჭავარიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ვ. ა. გერცენშტეინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გაბრიელ ბარნაბიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს შესწირა წიგნები.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: მიხეილ ადამია, ფილიპე ბახვას ძე ადამია, ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე, ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე, ლევან ხახუს ძე აფხაზავა, უშანგი მიხეილის ძე ბედია, ნიკოლოზ გერასიმეს ძე ბარაბაძე, მოსე მიხეილის ძე ბახტაძე, ბიქტორ გიორგის ძე ბერიძე და კალისტრატე გიორგის ძე ბერიძე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: ბაბუცა კონსტანტინეს ასული ბერიძე, ნადეჟდა ზურაბის ასული ბელქანია, ყარამან ბოკუჩავა, დავით აბრამის ძე გაგულაშვილი, ანეტა ბესარიონის ასული გამზარდია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, სამსონ იოთამის ძე გამყრელიძე, ივანე ეგნატეს ძე გეგენავა, ანასტასია ივანეს ასული გეგენავა და ალექსანდრე ესტატეს ძე გეგენავა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების გამგეობის კრებაზე რწმუნებულებს უნდა ჰქონოდათ კრებაზე შესასვლელი ბილეთები, ხოლო სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ რწმუნებულებს კი წარედგინათ სათანადო საბუთები იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად არჩეულნი იყვნენ. სხდომის ოქმს ხელს აწერს სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ელისაბედ გრიგოლის ასულმა საგინოვისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 5. 90 მანეთი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მართა ივანეს ასულმა ჩოლოყაშვილისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 8. 32 მანეთი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქეთევან რუსიშვილმა წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 10. 39 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქეთევან ჟურულისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 3. 69 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცოვმა წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 2. 37 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვერა მიქაბერიძემ და სოლომონ დოლიძემ წარადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 12. 56 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანა ლორთქიფანიძემ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 26. 39 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნადეჟდა ჭყონიამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 1. 67 მანეთი აღმოჩნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ცხვედაძისა და დავით კარიჭაშვილის მიერ შედგენილი კატალოგის მიხედვით 1897 წლის დასაწყისში წიგნსაცავში3 154 ქართული წიგნი და ხელნაწერი იყო, სხვა ენებზე – 1 052. წლის განმავლობაში მიემატა 59 ცალი ქართული წიგნი და ხელნაწერი, რუსულ და სხვა ენებზე – 33. მათგან ზოგი შეძენილი იყო, ზოგი შემოწირული.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნატალია კიკნაძისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 20. 26 მანეთი აღმოჩნდა.