რეგისტრირებული ფაქტები91193
სორტირება თარიღი მზარდობით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 14 თებერვალს რუსეთში საკვების გარეშე დარჩენილი ხალხის დასახმარებლად სოფელ ბაკურციხეში გამართული მეჯლისის შესახებ წერდა.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკის მიერ გამოყოფილი 500 თუმნიდან 180 მანეთი გამიზნული იყო ყველის გაკეთებისა და საქონლის მოვლა-მოშენების შესასწავლად ედიმონოვის სასწავლებელში გაგზავნილი ფშაველი მოსწავლის გზის და შენახვის ხარჯისთვის.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკისგან გამოყოფილი 500 თუმნიდან 50 მანეთი განკუთვნილი იყო წინა წელს იალტაში, ნიკიტის სასწავლებელში, წასული ერთი მასწავლებლისა და ერთი მოსწავლის გზის ხარჯისთვის.
1892
ტიპი: ნასამართლეობა
1892 წლის 20 თებერვალს დანიშნული იყო ალექსანდრე აღნიაშვილის სასამართლო საქმე, რომელსაც ბრალი ედებოდა კონსტანტინე ბებუთოვის მკვლელობაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 22 თებერვალს ვ.ი. ვოლკომირსკის მიერ წაკითხული ლექციის შემოსავლის ნახევარი დანიშნული იყო დამშეულთა სასარგებლოდ, ნახევარი – ნათლისღების დღეს უბედური შემთხვევის გამო დაზარალებულთათვის.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ლევან ივანეს ძე მელიქიშვილის დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესიაში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძეს „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნა სთხოვა, რომლებშიც ვაჟა-ფშაველას პოემები იყო დაბეჭდილი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის მარტში მიხეილ მაჩაბელმა უარი თქვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობაზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის მარტის დასაწყისში ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველი ტომის ბეჭდვა დაამთავრა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის მარტის დასაწყისში ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ოთხტომეულის პირველი ტომის ბეჭდვა დაამთავრა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ზუბალაშვილს მუზეუმის ასაგებად საზოგადოებისთვის ადგილის შეწირვა სთხოვეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე სარაჯიშვილის მიერ გამოსაცემად წარმოდგენილი თურქულიდან თარგმნილი თხზულება „ძმა-მამალი“ სარეცენზიოდ გიორგი იოსელიანის, ალექსი ჭიჭინაძისა და იაკობ გოგებაშვილისთვის გადაეცათ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადებითად გადაწყდა პარმენ თვალჭრელიძის წიგნის „შალვას თავგადასავალი“ შეღავათიან ფასში შესყიდვის საკითხი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე მაჩაბლის წინადადებით გამგეობის თავმჯდომარესა და საქმეთა მწარმოებელს უფლება მიანიჭეს, აუცილებლობის შემთხვევაში თანხა გამგეობის თანხმობის გარეშე გამოეტანათ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ერეკლე მეფის, თეიმურაზ მეორის, დარეჯან დედოფლისა და კათალიკოს ანტონ მეორის სურათები შესწირა.
1892
ტიპი: ორგანიზაცია
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს ივანე მაჩაბლის თხოვნა გამგეობის წევრობიდან გადადგომაზე.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 10 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისაგან წიგნის „Русское слово“ ორივე ნაწილის შესყიდვა გადაწყვიტეს.

