საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88112

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) თევდორე კიკვაძემ განაცხადა, რომ დაარსდა სპეციალური კომისიები, რომელთა მიზანი სამკურნალო და საბუნებისმეტყველო წიგნების შედგენა იყო. მათვე შეიმუშავეს გეოგრაფიული რუკის ნომენკლატურა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ იანვრამდე თამარ შიუკაშვილმა ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიიდან 900 მანეთი მიიღო, ლაზარე შურღაიამ – 1 100, იაკობ ეკალაძემ – 887. 58 მან., თამარ ხარაბაძემ – 346, იასონ ჩხენკელმა – 280, ელენე ჩიჯავაძემ – 1 050, არჩილ ჯაჯანაშვილმა – 800, შოთა დადიანმა კი – 1 226 მან.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილმა მთავარ გამგეობას გაუგზავნა: ბორჯომის განყოფილების 1916 წლის შემოსავლისა და გასავლის ბლანკები, ამავე წლის ანგარიში, წევრთა სია და ოქმები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე ოთხიდან ერთ სხდომას დაესწრო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) სკოლის გახსნისთვის ნებართვის მისაღებად კავკასიის სასწავლო ოლქში შუამდგომლობა აღძრა, რაც არ დაკმაყოფილდა. ნებართვა მხოლოდ მოზრდილთა კურსებზე გაიცემოდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის საბჭოდან წიგნის მაღაზიისთვის მთავარ ქუჩაზე საჩუქრად 9 საჟენი მიწა მიიღო. უსახსრობის გამო მაღაზია ვერ აშენდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს მიხეილ ივანეს ძე ილურიძე ოზურგეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტობის კანდიდატი იყო.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის 23 დეკემბერს ივანე მაჩაბელმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხალხში ქართული წიგნების გავრცელება იყო. მისი თქმით, რაც შეიძლება მალე უნდა დაეწყოთ წიგნების ბეჭდვა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელი სოხუმში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების პირველი გამგე (ინსპექტორი) შიო შიუკაშვილი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი გაბრიელ კონსტანტინეს ძე დიდიმამიშვილი ხუთიდან სამ სხდომას დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს პლატონ სვიმონის ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხუთი სხდომიდან ორს დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ხუთივე სხდომას დაესწრო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი მიხეილ ზაქარიას ძე კანდაუროვი ათიდან სამ სხდომას დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იაკინთე იოსების ძე გორგაძე ხუთივე სხდომას დაესწრო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ათიდან რვა სხდომას დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე ხუთიდან ოთხ სხდომას ვერ დაესწრო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი რაჟდენ გვერდწითელი ათიდან ცხრა სხდომას დაესწრო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე ათივე სხდომას დაესწრო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ათი სხდომიდან რვას დაესწრო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი გიგო (გრიგოლ) ერმალოზის ძე აბრამიშვილი ათიდან ხუთ სხდომას დაესწრო.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 9 დეკემბერს ფოთის განყოფილების თვმჯდომარე იონა მიხეილის ძე მეუნარგია წიგნის მაღაზიის მფლობელის თურქიანცის რეკომენდაციით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ქართულ სახელმძღვანელოებს სთხოვს.