რეგისტრირებული ფაქტები88111
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წერილი გაუგზავნეს ყვარლის რწმუნებულებმა – ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა. წერილი ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, ასევე კანცელარიისა და სხვა დაწესებულებების განსათავსებლად.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. რწმუნებულთა აზრით, მგოსნის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს სიახლოვე წაახალისებდა სოფლის კანცელარიაში მიმავალ ხალხს და ჟურნალ-გაზეთებისა და შინაარსიანი წიგნების კითხვას შეაჩვევდა. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა ანეტა ყიფშიძემ დედანთან შეადარა საადგილმამულო კომისიის მიერ თბილისის ხაზინაში გაგზავნილი განცხადების ასლი. განცხადება ეხებოდა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის დავალიანების დაფარვას, რომელიც თავის თავზე აიღო საადგილმამულო კომისიამ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: მიხეილ მათეს ძე დავითაია, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე, ევპრაქსია მერაბის ასული დგებუაძე, ნიკოლოზ ფირანის ძე დგებუაძე, პელაგია ბესარიონის ასული დგებუაძე, აგრაფინა გიორგის ასული დვალი, მურზა დუდუჩავა, სპირიდონ ივანეს ძე ენუქიძე, ივანე ანტონის ძე ეჯიბია და მელქისედეკ ანთიმოზის ძე ვერულაშვილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები გახდნენ: აკაკი ტარიელის ძე ზესაშვილი, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი, ოლღა ივანეს ასული თათარიშვილი, გრიგოლ ბახვას ძე თევზაია, ერასტო სპირიდონის ძე თოდუა, გიორგი ხახუს ძე თოფურიძე, ნიკოლოზ ლაზარეს ძე თუთბერიძე, ალფეზ ნიკოლოზის ძე თულაძე, ილია იოაკიმის ძე იაკიმიდი და აბესალომ იობიძე.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ნინა დავითის ასული ჩოლოყაშვილისა ქუთაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტებისთვის ინსტრუქცია შეადგინეს.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ნინა დავითის ასული ერისთავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო გორში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ნოემბერში ქართული გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ გიმნაზიის შენობაში არაოფიციალურად (რადგან იუბილეს ოფიციალური გამართვა აკრძალეს) გამართა ილია ჭავჭავაძის სალიტერატურო და საზოგადო მოღვაწეობის იუბილე.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტებს სკოლების გასახსნელად თავდაპირველად დიდი სოფლები უნდა აერჩიათ, რომლებსაც წელიწადში 30-40 თუმნის გადახდა არ გაუჭირდებოდათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტს ყოველ შემოდგომაზე საზოგადოების წევრობის კანდიდატებისა და წევრებისგან საწევრო უნდა შეეკრიბა და მმართველობისთვის გაეგზავნა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წევრობის კანდიდატები და წევრები აგენტებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების გაკეთებაში უნდა დახმარებოდნენ.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს მღვდელი თევდორე გულისოვი საგარეჯოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების აგენტს სკოლებისა და სახალხო ბიბლიოთეკების გახსნა უნდა ეცადა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტის მოვალეობა საუკეთესო მაღაზიების შუამავლობით ან კერძოდ წიგნების გაყიდვა იყო.

