საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 აპრილს ეკატერინე გაბაშვილმა გაზეთ „ივერიის“ რედაქციას წერილი გაუგზავნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავში მდებარე სკოლის შესახებ. რედაქციამ წერილი 7 მაისის ნომერში დაბეჭდა სათაურით „კავკაველ ქართველების პირმშო შვილი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 29 აპრილს ცალკე ბროშურად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის, დავით ავალიშვილისა და მიხეილ გრუზინსკის მიერ დაწერილი განმარტებითი ბარათი იმის თაობაზე, თუ რატომ არ გასცა თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა საიპოთეკო ფურცლები მსესხებლებზე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის მაისში სათავადაზნაურო სკოლის წლიურ კრებაზე ახალი თაობის წარმომადგენლად 65 ხმით გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული აირჩიეს. მისი კონკურენტი იყო დიმიტრი ივანეს ძე მუსხელოვი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის „მოამბის“ №5-ში დაბეჭდილ ვახტანგ თულაშვილის წერილში „შენიშვნა“ განხილულია ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანის სტატია „დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება“ და დიმიტრი ყიფიანის, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, უფრო ვრცელსა და ზუსტ ინფორმაციას მოიცავს.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 5 მაისს სოფ. ზვარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ გიორგის ძე ღონღაძე გარდაიცვალა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 7 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაში მიიღო მონაწილეობა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 14 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა „ოცნება“ დაიბეჭდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 18-19 მაისს ილია ჭავჭავაძე მუშაობდა პეტერბურგიდან ჩამოსულ რევიზორ ევსტაფი დობეცკისთან ერთად. რევიზორმა შეამოწმა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის საქმიანობა და განაცხადა, რომ ბანკი მყარ ნიადაგზე იდგა და თვალსაჩინო ნაკლოვანებები არ ჰქონდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 19 მაისს თბილისიდან მიმავალ რევიზორ ევსტაფი დობეცკის ივანე მაჩაბელმა გადასცა მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ბანკის მუშაობის უარყოფითი შეფასებები და მიღებული ზარალის შესახებ ცნობები იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 19 მაისს ევსტაფი დობეცკი თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რევიზიის დასრულების შემდეგ პეტერბურგში დაბრუნდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე სიტყვა წარმოთქვა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 20 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც რევიზიის შედეგები განიხილეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 24 მაისს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრებაზე წარმოთქმული სიტყვა სათაურით „სიტყვა თავ. ილია ჭავჭავაძისა“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო კონსტანტინე ყიფიანის წერილობითი თხოვნა, რომ მისი კანდიდატურა განეხილა ბანკის შემფასებელი კომისიის წევრად.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 27 მაისს ფინანსთა სამინისტროს არაპირდაპირი მოსაკრებლების დეპარტამენტის დირექტორმა წერილობითი თხოვნით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მეღვინეობის დარგში დიდი გამოცდილების მქონეს, რათა მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში, რომლის მიზანიც ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების გაუმჯობესება იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო რაფიელ ერისთავის საიუბილეო კომიტეტის სხდომაში, რომელზეც საბოლოოდ უნდა დადგენილიყო საიუბილეო ზეიმის დაწვრილებითი პროგრამა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის „მედია“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა იოსებ გორდელაძის სტატია ჯურუყვეთში მკითხავის დატრიალებული ამბების შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას სტატიის „კრიტიკის კრიტიკა“ დასკვნითი ნაწილი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ვასილ ბარნოვის იsტორიული მოთხრობის, „სვიმონ ხელის“ ნაწყვეტი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ფილიპე მახარაძის სტატიის „გაკვრით პასუხი“ დასკვნითი ნაწილი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 მაისს გიორგი ქორქიამ ილია ჭავჭავაძეს წერილობით სთხოვა გარკვეული თანხის სესხება ათი დღის ვადით.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის პირველ ივნისს ქუთაისის გუბერნატორმა ხელი მოაწერა დადგენილებას შაბათ-კვირას სავაჭრო საქმიანობის 12-დან 6 საათამდე წარმოების შესახებ დადგენილებას. ვაჭრები გლ. კემულარია, იაკინთე ალიბეგოვი და მამაჯანოვი დადგენილებას არ ემხრობოდნენ და საკითხის თავიდან განხილვას ითხოვდნენ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის ივნისში ჟურნალში „რუსკაია მისლ“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხახანაშვილის ვრცელი სტატია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ ავსტრიიდან გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტის წერილი მიიღო. ის ილიას სთხოვდა „ივერიის“ იმ ნომრების გაგზავნას, რომლებშიც დაბეჭდილი იყო დავით ჩუბინაშვილის ნარკვევი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.