რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება თარიღი მზარდობით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 11 ივნისს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო კონსტანტინე მუხრან-ბატონის სახლში გამართულ თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელიც განიხილავდა ქარვასლის შესყიდვის საკითხს.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 25 ივნისს გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი ერნსტ ლეიდენი აღძრავდა საქმეს „ივერიის“ რედაქტორის ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მისი უკმაყოფილება გამოიწვია პუბლიკაციამ, რომლის მიხედვით, თბილისში ვიზიტის დროს ექიმი ლეიდენი პაციენტებს თანხაზე ევაჭრებოდა და ერთ-ერთი მათგანი კონსულტაციის გარეშე დატოვა. ექიმის თქმით, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და პუბლიკაცია ცილისწამება იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძეს საგურამოში მიხა ჩოდრიშვილი და გიორგი ლასხიშვილი ეწვივნენ, რათა ხელოსანთა არტელის წესდების პროექტის გაეცნოთ მისთვის. ილიას იდეა ძალიან მოეწონა, რადგან ხელოსნები ჩარჩებს თავს დააღწევდნენ, შენიშნა, რომ წესდებაში მხოლოდ ხელოსანთა უფლებებზე იყო საუბარი და არაფერი იყო ნათქვამი მოვალეობებზე, რაც ასევე გასათვალისწინებელი იყო.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა საზოგადოების დამხმარე წევრს საჩხერეში ბეჟან წერეთელს მის მაზრაში საწევრო გადასახადების დროული აკრეფის, ცალკეულ წევრთა მისამართების დაზუსტებისა და სააგენტო დავთრების გადაგზავნის თხოვნით.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ილია ჭავჭავაძემ წერილობით მიმართა კირილე ლორთქიფანიძეს, რომ თანდართული სიის მიხედვით შეეგროვებინა საწევრო გადასახადები და დაეზუსტებინა, ხომ არ იყო სიაში ისეთი პირი, რომელსაც აღარ სურდა საზოგადოების წევრობა.
1895
ტიპი: გარდაცვალება
1895 წლის 6 ივლისს სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვასილ იოანეს ძე დარახველიძე გარდაიცვალა.
1895
ტიპი: გარდაცვალება
1895 წლის 7 ივლისს სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი ტიმოთე ოქროპირის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.
1895
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1895 წლის 11 ივლისს საგურამოდან ჩამოსულმა ილია ჭავჭავაძემ დაგვიანებით შეიტყო მწერალ პეტრე ნაკაშიძის გარდაცვალების ამბავი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 20 ივლისს ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავ წვეულებაზე ვიქტორ კუვშინოვმა ილია ჭავჭავაძეს გადაუღო ფოტო, რომელზეც ის სტუმრებთან ერთად უსმენს საზანდარს.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავა სტატიების რედაქტორად მიიწვიეს გაზეთ „კვალში“.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის აგვისტოში გაზეთ „კვალში“ სამუშაოდ მისულ იაკობ ფანცხავას დაევალა გაზეთის კორექტირება, კორესპონდენციების გადაკითხვა და შესწორება.