რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ 1914 წელს დაარსებული ვარიანის სკოლის შენახვას წელიწადში 5978.70 მანეთი სჭირდებოდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან მიხეილ ჩიქვინიძე და ნატალია ბასილაშვილი ვარიანის სკოლის პედაგოგები იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ გერგეთის სკოლის (დაარსდა 1910 წელს) შენახვას წელიწადში 1860 მანეთი სჭირდებოდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან ქეთევან სერგოს ასული ჯინჭველაშვილი აკაურთის სკოლის მასწავლებელი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტს სახალხო სკოლებისთვისაც უნდა მიექცია ყურადღება, დაკავშირებული ყოფილიყო მათ მასწავლებლებთან და პრობლემის არსებობისას თვითონ დახმარებოდა ან მმართველობისთვის ეცნობებინა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ აკაურთის სკოლის (დაარს. 1914 წელს) შესანახად წელიწადში 1452.10 მანეთი იყო საჭირო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვრამდე დავით ღოღობერიძემ ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიიდან 800 მანეთი მიიღო, ილია ტოროშელიძემ – 525 და დავით ჩიქოვანმა – 850 მან.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ მარიამ ქართველოვისას ლაგოდეხის აგენტობა შესთავაზა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ისიდორეს ძე მაღნარაძე, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნიკო ალექსის ძე ჯიჯიხია, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, ნინა ბახვას ასული თევზაია, ივლიტა ჩიჩუა, ოლღა ფილიპეს ასული არსენიშვილი, იორონიმე მიხეილის ძე არსენიშვილი, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე და პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნინა ბახვას ასული თევზაია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი და მოლარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერია.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ლუკა გიორგის ძე ჟვანია იყო.