რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება თარიღი მზარდობით
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლის 17 ნოემბერს ბესარიონ გაბრიელის ძე გიორგაძე ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 27 ნოემბერს ვენის აკადემიის წევრი, პროფესორი ჰუგო შუხარდტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უგზავნის ქართულ ენაზე დაწერილ მადლობის წერილს და ატყობინებს ქართული წიგნების გერმანულ ენაზე გამოცემის შესაძლებლობის შესახებ.
1895
ტიპი: ავტორობა
1895 წლის 27 ნოემბერს ვენის აკადემიის წევრ ჰუგო შუხარდტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა. მას აინტერესებდა, იყო თუ არა გორის კათოლიკურ ეკლესიაში იტალიელი მისიონერის, ჯიროლამო დე ნორიჩის (Girolamo de Norici) მიერ იტალიურ ენაზე შედგენილი ქართული ენის გრამატიკა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 27 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო გრაცის უნივერსიტეტის პროფესორ ჰუგო შუხჰარდტი სამადლობელი წერილი გაგზავნილი წიგნებისა და გაზეთებისთვის.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ ოლივერ უორდროპის მეგობარ ვოგან ვილიამსს უმასპინძლა.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლის 12 დეკემბრიდან პედაგოგი სილოვან ხუნდაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს გამართულ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე არჩილ ელიზბარის ძე მაჭავარიანი აირჩიეს დელეგაციაში, რომელსაც მონაწილეობა უნდა მეეღო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთელი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ყიფიანი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს საგანგებო კრებაზე რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობის მისაღებად აირჩიეს ალექსანდრე თენგიზის ძე დადეშქელიანი.