რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ავტორობა
1911 წლის 18 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სოფელ ღორეშას სამკითხველოს გამგე ნიკოლოზ ორჯონიკიძე, გამგეობის წევრები: სვიმონ ჭუმბურიძე, იოსებ ორჯონიკიძე, არისტოფანე რამინაშვილი და მაქსიმე გაჩეჩილაძე მთავარ გამგეობას სამკითხველოსთვის ქართულ წიგნებს სთხოვენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციის თანახმად, საზოგადოების წევრობის კანდიდატთა წევრებად ასაღიარებლად აგენტს კანდიდატთა სია მმართველობისთვის უნდა გაეგზავნა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებამ (დაარსდა 1909 წლის 7 აპრილს, თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) 1911 წლის განმავლობაში 14 სხდომა ჩაატარა, განიხილეს 32 საქმე.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების მდივანი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, ბიქტორ ალფეზის ძე გაჩეჩილაძე და ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სარევიზიო კომიტეტის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1911 წელს თეოფანე ბეჟანის ძე ნანეიშვილი, ანასტასია ანდრიას ასული ჭაჭიაშვილი, სოფიო გიორგის ასული მასალკინისა, ფეოდოსია ბესარიონის ასული მაჭავარიანისა და ნინა ცქიტიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების მზრუნველთა საბჭოს წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (თავმჯდომარე – ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა) 5 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: დაბა ყვირილაში, დაბა ჩხარში, დაბა ბელაგორში, ღორეშასა და მუხურში.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების შემოსავალი 470 მანეთსა და 88 კაპიკს შეადგენდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილებას (თავმჯდომარე – ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა) ადგილობრივმა სამეურნეო ბანკმა 50 მანეთი შესწირა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების (თავმჯდომარე – კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე) მიერ გამართული სეირნობების შემოსავალი 150 მანეთს შეადგენდა, წიგნის მაღაზიის გაყიდვების –25 მანეთს, თეატრის ფონდის კი – 87 მანეთსა და 77 კაპიკს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ნიკოლოზ ვარდიევის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შაქრო ივანეს ძე ვახვახოვის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 26 აპრილს მარიამ ქართველოვისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ლაგოდეხის აგენტობაზე უარი უთხრა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 25 ივნისს ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ახალქალაქის აგენტობაზე დასთანხმდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ილია სოლომონის ძე ალხაზაშვილს ახალქალაქის აგენტობა შესთავაზა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ოლღა ნიკოლოზის ასულ მესხიშვილს ახალციხის აგენტობა შესთავაზა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 4 აპრილს ნინო კონსტანტინეს ასული ნატროევისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას დუშეთის აგენტობაზე დასთანხმდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 4 აპრილს ოლღა ნიკოლოზის ასული მესხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ახალციხის აგენტობაზე დასთანხმდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ნინო კონსტანტინეს ასულ ნატროევისას დუშეთის აგენტობა შესთავაზა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ ილია ოქრომჭედლიშვილს მოსკოვის აგენტობა შესთავაზა.