საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა შიო მღვიმელის ლექსები: „არ შეგაშინოს“, „ფეშქაშო“, „სიტყვით მადიანებს“ და სხვ.

1896

ტიპი: ავტორობა

პეტრე უმიკაშვილი მუშაობდა ქართული ზეპირსიტყვიერების შეგროვებაზე.

1896

ტიპი: განათლება

ზაქარია ჭიჭინაძე ერეკლე ბატონიშვილის დაარსებულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ სომხების სამრევლო სკოლაში გადავიდა.

1896

ტიპი: განათლება

ზაქარია ჭიჭინაძე დადიოდა თბილისის სამიჯნო სასწავლებელთან დაარსებულ საკვირაო სკოლაში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა თედო სახოკიას „ღვთისმშობლის ხატი“.

1896

ტიპი: ავტორობა

პეტრე უმიკაშვილმა გამოსცა ანდაზები და ქართული წერის დედანი.

1896

ტიპი: განათლება

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას ლექსები: „მზად ვარ წავიდე“, „სანამ მე ცოდნა არ მქონდა დიდი“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს პეტრე უმიკაშვილმა ქართული ანბანი გამოსცა.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოური გორის სასულიერო სასწავლებელიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში გადავიდა.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა სწავლა დაასრულა კიევის აკადემიაში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძეს დიაკვანმა გიორგი ზალიკანაშვილმა ქაშუეთის სამრევლო სკოლაში ანბანი ასწავლა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ლომოური გორის საოსტატო სემინარიაში ქართულ ენას ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ლომოური თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

საქართველოს კალენდრის 1896 წლის გამოცემის მიხედვით, ამავე წელს შესრულდა 20 წელი, რაც ზაქარია ჭიჭინაძე ქართულ მწერლობას ემსახურებოდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სტეფანე ხოჯაევი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ეგნატე იოსელიანი იყო კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების მდივანი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია და ექვთიმე თაყაიშვილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი პრასკოვია ალექსანდრეს ასული ვიტგენშტეინი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მაკრინე ღლონტისა.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს ანა ამილახვარი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

თევდორე ჟორდანია იყო საეკლესიო ძმობის მუზეუმის თავმჯდომარე.

1896

ტიპი: თანამდებობა

საზოგადოების „ძმობა ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა საქართველოს საეგზარქოსოში“ თავმჯდომარე დეკანოზი ესტატე ელიაშვილი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

პეტრე ყიფიანი იყო ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადარი.